ქალთა თვის პირველ დღეს ყვავილები ყოველწლიურად ძვირდება. ქართა დღეები 3 მარტს (დედის დღე საქართველოში) იწყება, გრძელდება 8 მარტს (ქალთა საერთაშორისო დღე) და მთავრდება 7 აპრილს (დედობისა და სილამაზის დღე სომხეთში).
წელს, ყვავილების სიძვირის გამო, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შეზღუდული რაოდენობის თაიგულებით გაახარებენ. გამყიდველები ფასების ზრდას შესყიდვის ხარჯების ზრდით ხსნიან. ყვავილების ეკლიანი დედოფლის – ვარდის ფასი 3,50 ლარიდან იწყება და ღეროს ზრდის მიხედვით 7 ლარს აღწევს. გაზაფხულის ყვავილების – ტიტების შეძენა 5-6 ლარად შეიძლება. ქოთნის ყვავილების ჩუქების მსურველებს მათი შეძენა 20-25 ლარად შეუძლიათ. ახალქალაქში ყველაზე ძვირადღირებულ ყვავილად კი უცხოური ორქიდეა ითვლება, რომლის ღირებულება 70 ლარია. პრინციპში, შეგიძლიათ იპოვოთ ყვავილები ყველა გემოვნებისა და თანხის შესაბამისად. ახალქალაქელი ფლორისტები ნებისმიერი ბიუჯეტისთვის შესაფერ თაიგულს ამზადებენ.
თუმცა საშუალო თაიგული 30-დან 60-70 ლარამდე ღირს.
„წლეულს ბევრი არც გამოდის, თითოეული ნათესავი მიიღებს თაიგულს, საკმაოდ დიდი თანხაა, მართალია, არის ალტერნატიული ყვავილები, გაზაფხულის, რომლებიც ჩვეულებრივ დღესასწაულებზე ჩამოაქვთ, არის ნარცისები და ა.შ. ასე არც ისე ძვირია, მაგრამ მთავარი ყურადღებაა. მეორე მხრივ, ლამაზი სქესი მეტს იმსახურებს“, – ამბობს ახალქალაქელი მამაკაცი.
ყვავილებს ძირითადად, სკოლის მოსწავლეები ყიდულობენ მასწავლებლებისთვის საჩუქრად. ზოგიერთმა კლასმა, ყვავილების გაძვირების მიუხედავად, მასწავლებლებისთვის მარტის საჩუქარზე ეკონომიაც კი მოახერხა.
„ეს არის მშობლების სურვილი, მიულოცონ მასწავლებლებს დღესასწაული. ყოველწლიურად ამისთვის ვაგროვებთ ფულს. მართალი გითხრათ, წელს შარშანდელზე ნაკლები მოვაგროვეთ, მიუხედავად იმისა, რომ წელს ყვავილები გაძვირდა. ორი შვილი მყავს და ორივე სკოლის მოსწავლეა, ორივე კლასში 10 ლარი შევაგროვეთ, შარშან 15 ლარი“, – ამბობს მშობელი.
ძირითადად ყვავილებს თან ახლავს საჩუქრები. თუმცა, წლეულს თავად ყვავილები ძვირადღირებული საჩუქარია.
„ჩემის შვილის კლასში 5-5 ლარი შეაგროვეს კლასის დამრიგებლის თაიგულისთვის, სულ 100 ლარამდე გამოვიდა, რაც დარჩება კლასის ფონდში ჩაირიცხება“, – ამბობს ახალქალაქის მცხოვრები.
მასწავლებლებს ყვავილებს სკოლებში, ძირითადად, 8 მარტამდე ჩუქნიდნენ, მაგრამ, რადგან 8 მარტს სკოლებში ბოლო რამდენიმე წელია საგაზაფხულო არდადეგებია, ყვავილებს ვადაზე ადრე ჩუქნიან. 3 მარტს ჩუქებაც არ გამოდის, რადგან საქართველოში დასვენების დღეა, საბოლოოდ წლეულს ყვავილების ჩუქების დღედ 4 მარტი რჩება.