ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 4.7 დრამით გაიზრდება და 143.7 დრამი გახდება. სომხეთის საჯარო სერვისების მარეგულირებელმა კომისიამ 1 მარტს „გაზპრომ სომხეთის“ განაცხადი დააკმაყოფილა. სომხეთში გაზის ახალი ტარიფი 1 აპრილიდან ამოქმედდება.
რუსულმა კომპანიამ ლურჯ საწვავზე ერთიანი ტარიფის დაწესება შესთავაზა – 135,6 დრამის ოდენობით. განაცხადის შესწავლის შემდეგ, მარეგულირებელმა კომისიამ წარმოადგინა თავისი გათვლები, სადაც შესთავაზა ძირითადად პროვინციებში მცხოვრები ე.წ. არაუზრუნველყოფილი ფენების ტარიფი უცვლელი დატოვოს – 100 დრამზე, ხოლო ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 4.7 დრამით გაიზარდოს 143 ,7 დრამის დონეზე.
გაზის დიდი მომხმარებლებისთვის თვეში 10000 კუბურ მეტრზე მეტი, ანუ ბიზნესისთვის სომხეთის საჯარო სერვისების მარეგულირებელი კომისია ითვალისწინებდა ზრდას 4%-ით, ხოლო სათბურებისთვის – 4%-ზე მეტს.
ფაქტობრივად, გაზის ტარიფი საშუალოდ 4,1%-ით გაიზრდება, რუსული კომპანია კი ითვალისწინებდა 6%-ით ზრდას და ასევე ერთიანი ტარიფის დაწესებას.
News.am-ის მასალა