რაც შეეხება სამხედრო ძალის ორგანიზებულ გაგზავნას უკრაინაში, ეს ნიშნავს ქვეყნის პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში; ადამიანებს, რომლებიც აწყობენ ყოველდღიურად პროვოკაციებს, სურთ, რომ საქართველო გახდეს ცხელი ომის ნაწილი, რასაც ჩვენ არ დაუშვებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება თვითმფრინავის გაგზავნის საკითხს, მე არ ვიცი დეტალები, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. მაგრამ შემიძლია, გითხრათ, აქ თუ საუბარი იყო იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გასაგზავნად, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. აქ, რა თქმა უნდა, მთავრობას უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყეტილება, რაც შეეხება ქვეყნის ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. თქვენ იცით, რომ არც აშშ და არც ევროკავშირის ქვეყნები ამას არ აკეთებენ. ზელენსკიმ განაცხადა და სთხოვა დასავლეთს, ჩართულიყვნენ პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში და გვახსოვს არაერთი საყვედური, მაგრამ არ ჩაერთო დასავლეთი სამხედრო კონფლიქტში. ნებისმიერ ადამიანს შეუშლია, გადაფრინდეს ევროპაში და ჩავიდეს უკრაინაში. რაც შეეხება სამხედრო ძალის ორგანიზებულ გაგზავნას, ეს ნიშნავს ქვეყნის პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. ადამიანებს, რომლებიც აწყობენ ყოველდღიურად პროვოკაციებს, სურთ, რომ საქართველო გახდეს ცხელი ომის ნაწილი, რასაც ჩვენ არ დაუშვებთ, ამაზე ვართ პასუხისმგებელი მთელი ხალხის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.