ნინოწმინდას სპორტული სკოლის სპორტულ დარბაზში მინი ფეხბურთის ჩემპიონატის მემორიალური ტურნირი გაიმართა, რომელიც მერიის თანამშრომლების – ჟორა სნხჩიანის, ჰრაირ ნაზარიანისა და ხორენ თამასიანის ხსოვნას მიეძღვნა.

ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის 8 გუნდი მონაწილეობდა, სადაც მერიის მინიფეხბურთის გუნდი გამოირჩეოდა.

მერიის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონატის თასი მოიპოვა.

მეორე ადგილი კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” მინი-ფეხბურთის გუნდმა დაიკავა, რომელიც მედლით დაჯილდოვდა.

მესამე ადგილი ნინოწმინდას მუნიციპალიტეტის უფროსთა საკრებულოს გუნდმა დაიკავა და დიპლომი გადაეცა.

ტურნირი მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

ინფორმაცია ნინოწმინდას მერიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.