პროკურატურამ პარლამენტის ყოფილ დეპუტატს და ახალქალაქის საკრებულოს მოქმედ დეპუტატ სამველ პეტროსიანს, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის ვაჟიშვილს ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში წაუყენა. სასამართლო გამოძიების პერიოდში აღკვეთი ღონისძიების ფორმა ჯერ არ არის ცნობილი.
29 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი – 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი “გოლდის” მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან.
გამოძიება საქართველოს სისცლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 239 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, შუადღისას, დაახლოვებით 15:30 საათზე დეპუტატ ენზემ მკოიანის სახლთან სროლის ხმა გაისმა. სროლის შედეგად არავინ არის დაშავებული. როგორც ირკვევა, ისროლეს ორივემ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ენზელ მკოიანმა და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ დეპუტატმა, სამველ პეტროსიანმა.
საქართველოს შსს-მ გამოძიება ორი მუხლის თანახმად დაიწყო.
კვლავ უცნობი რჩება დაპირისპირების ნამდვილი მიზეზი, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ მკოიანებისა და პეტროსიანების ოჯახებს შორის წლებია უთანხმოება არსებობს. 2016 წლიდან, როდესაც ახლაქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები გაერთიანდა, ჯავახეთიდან მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა წარდგენილიყო. პოლიტიკური უთანხმოება ამის შედეგად გაიზარდა. მმართველმა “ქართულმა ოცნებამ” ახალქალაქისა და ნონიწმინდის ერთადერთ მაჟორიტარ დეპუტატად ენზელ მკოიანის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო სამველ პეტროსიანმა (რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე) “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი იყო, მისი ვაჟიშვილისათვის წინასწარ დაპირებული მანდატი ვერ მიიღო.
ადგილობრივი გარჩევები: დაპირისპირება ახალქალაქში პეტროსიანებსა და მკოიანებს შორის მოხდა
პარლამენტის დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლები იყო