საქართველოში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 15 575 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 821 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 46 355, „პისიარ“ ტესტით – 27 466.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,16%, ბოლო 14 დღის – 25,24%, ბოლო შვიდი დღის – 27,87%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 272 371 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 053 966 გამოჯანმრთელდა, 15 141 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 742 134 აცრა, დღიურად აცრილია 4 959.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 808 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 958 პირი.

ამასთან, 3 თებერვვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 326 პაციენტი, გარდაიცვალა 42.