მრავალი წელია, რაც ქალაქ ახალქალაქში ცენტრალური გზები და სოფლებისკენ მიმავალი გზები თოვლისგან იწმინდება, მაგრამ არ იწმინდება ქალაქის ქუჩები და სოფლის შიდა გზები, რადგან ეს ძვირი უჯდება ადგილობრივ ბიუჯეტს. თუმცა ხშირად ჩნდება სოფლის გზების გაწმენდის საჭიროება.
რამდენიმე დღის წინ, სოფელ პატარა სამსარში სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახების ადგილზე ვერ მივიდა, რადგან დიდთოვლობის გამო სოფლის გზები ჩაკეტილი იყო. სოფლის მცხოვრებლების დახმარებით ექიმებმა, გარკვეული ძალისმევის შემდეგ შეძლეს პაციენტამდე მივლა. მსგავსი შემთხვევები ხშირია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდა სხვა სისტემით ხორციელდებოდა. მაგრამ მაინც გაიწმინდა ძირითადად სოფლების დამაკავშირებელი გზები, ხოლო სოფლის შიდა გზების თოვლისგან გაწმენდა, ისევ ადგილობრივების სინდისზე დარჩა.
2020 წლამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებს თოვლისგან შპს „ვემა“ წმენდდა. კომპანიას არ ჰყავდა საკმარისი რაოდენობის ტექნიკა, ამიტომ ის ხელშეკრულებებს აფორმებდა სოფლის მცხოვრებ ტრაქტორისტებთან, რათა მათ თავიანთი ტექნიკით გაეწმინდათ გზები, დასუფთავების ნებართვას კი კომპანიისგან იღებდნენ.
2020 წლიდან გზებს თოვლისგან შპს „ჯავახავტო გზა“ წმენდდა. ამ კომპანიას საჭირო ტექნიკა ჰყავს. სოფლებიდანაც მუშებს არ ქირაობენ.
როგორც კომპანია „ვემის“ ყოფილი თანამშრომელი, ვარდ მოსოიანი ამბობს, კომპანიას მხოლოდ ორი ერთეული ტექნიკა ჰყავდა, ამიტომ სოფლებიდან დასუფთავებისთვის ტრაქტორებს და მუშახელს ქირაობდნენ, ამით დროს იგებდნენ.
„ტრაქტორისტები სოფლიდან იყვნენ, მოსახლეობა საჭიროების შემთხვევაში ურეკავდა ტრაქტორის მძღოლს, ის მერიაში და ჩემთან რეკავდა, მე უზრუნველვყოფდი ნებართვას. ყველაფერი სწრაფად ხდებოდა. ტრაქტორისტებს ყოველდღიურად ვუხდიდით შესრულებული სამუშაოს საფასურს, ხანდახან დღეში 600-700 ლარს ვიხდიდით, ამიტომ ტრაქტორისტები დაინტერესდნენ დასუფთავებით. იყო მომენტები, როცა ტექნიკა ფუჭდებოდა და 2-3 საათის დაგვიანებით იწმინდებოდა გზა, მაგრამ ისე არ იყო, რომ გზების განმავლობაში ჩაკეტილი ყოფილიყო,“- ამბობს ვარდ მოსოიანი.
ადგილობრივ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ უკეთესია, როცა კონკურსში დიდი კომპანია იმარჯვებს, რადგან ტექნიკაც ბევრი აქვს და შესაძლებლობებიც მეტია.
«ჯავახავტო გზას» ბევრი ტექნიკა აქვს, თუ რამე დაზიანდება, მაშინვე გააკეთებენ, როცა ტექნიკა კერძო საკუთრებაა, უფრო რთულია. პირველ რიგში, ფულს სამუშაოს შესრულების შემდეგ ვიხდით, მერე, სანამ სათადარიგო ნაწილებს იშვიან და ტექნიკას მწყობრში მოიყვანენ, დრო გადის,“- აცხადებს ახალქალაქის საკრებულოს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი.
შეკითხვაზე, რატომ არ იწმინდება სოფლის შიდა გზები, ირიციანმა თქვა:
„ტრაქტორების კოვში ძალიან დიდია, ქუჩები ვიწროა, იქ ტრაქტორი ვერ შედის, მეორეც, ქუჩები ქვიანია, კოვში და ტრაქტორის სხვა ნაწილები შეიძლება გატყდეს, ერთ ქუჩაზე რომ შევა, იქ იჭედება დიდი ხნით, ჩვენ კი საათობრივი ანაზღაურება გვაქვს“, – თქვა მან.
საკრებულოს დეპუტატი კარტიკამის რაიონიდან, გენადი ელიზბარიანი ამბობს, რომ კომპანია „ჯავახავტო გზას“ ტრაქტორისტი სოფლის გზებს როცა ასუფთავებს და ამ დროს მიმდებარე სოფლის ქუჩების გაწმენდის აუცილებლობას ხედავს, მასაც წმენდს.
„მაგალითად, როცა სოფელ ბავრაში გზის გაწმენდის სამუშაოები მიდის, მოსაზღვრე სოფელ კულიკამის განაპირას 20-30 სახლია, კულიკამის ეს ქუჩა რომ არ გაიწმინდოს ჩიხური სიტუაცია შეიქმნება სოფელ ბავრას მხრიდან და კულიკამის მხრიდანაც. ამიტომ სოფლის ეს ქუჩა ყოველთვის გაწმენდილია“, – თქვა გენადი ელიზბარიანმა.
კომპანია „ჯავახავტო გზას“ და ახალქალაქის მერიას შორის 2020 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას 2021 წელს სოფლის გზები 24 მიმართულებით და ახალქალაქის 14 ქუჩა უნდა გაესუფთავებინა სულ 174 კმ. სიგრძის გზა, რომლებიც ქალაქების ცენტრალურ ნაწილშია.
შარშან მუნიციპალიტეტმა თოვლის გასაწმენდად 100 000 ლარი გამოყო, მაგრამ 65 000 ლარი დაზოგა, რადგან თოვლი ცოტა იყო.
2021 წლის 23 დეკემბერს კომპანია „ჯავახ ავტო გზასა“ და მერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოფლის გზების თოვლისგან გაწმენდის მომსახურებაზე. ხელშეკრულება გაფორმდა იმავე ვალდებულებებით, რაც იყო 2020 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებაში.