საქართველოს ყველა პენსიონერი აპრილის თვის პენსიის წინასწარ გამოტანას შეძლებს. ერთი თვით ადრე პენსიის გამოტანის პრივილეგიით, გამონაკლისის გარეშე ყველა პენსიონერი ისარგებლებს.

Liberty Bank-მა საკუთარი სახსრებიდან 100 მილიონი ლარი გამოყო იმისათვის, რომ პენსიონერებს საშუალება მიეცეთ ერთი თვით ადრე გამოიტანონ პენსია.

პირველ რიგში, პენსია 70 წელზე უფროს პენსიონერებს გაეცა. Liberty Bank-ი სოფელში მცხოვრებ პენსიონერებს მოუწოდებს სახლიდან არ გამოვიდნენ. როგორც ყოველთვის, ახლაც , დღეიდან ბანკის ავტომანქანები პენსიას სოფლებში დაარიგებენ.

რაც შეეხება ქალაქში მცხოვრებ პენსიონერებს, ისინი ბანკომატებიდან პენსიის გამოტანას გუშინ ვერ შეძლებდნენ.

თუმცაღა, 28 მარტიდან ყველა პენსიონერი შეძლებს საპენსიო ბარათის გამოყენებას მაღაზიებში, აფთიაქებსა და იმ ადგილებში, სადაც ბარათით გადახდა არის შესაძლებელი.

იმის შესამოწმებლად, თუ დაგერიცხათ ბარათზე პენსია, გადადით შემდეგ ბმულზე და პროგრამაში თქვენი ნომრის ID აკრიფეთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპენსიო ასაკი ქალბატონებში 60 წელს და მამაკაცებში 54 წელს შეადგენს. წელს პენსია 20 ლარით გაიზარდა, ჯამში 220 ლარი (63 $) შეადგინა, ხოლო მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებისათვის პენსია 240 ლარია. საქართველოში 765.9 ათასი ადამიანი ღებულობს მოხუცებულობის პენსიას, რომელთაგან 403.3 ათასი ადამიანი 70 წელს არის გადაცილებული და 10.8 ათასი ადამიანი- 90 წელს გადაცილებულია.