მისივე თქმით, პაციენტმა ექთანს სახის მიდამოებში 2 ჭრილობა მიაყენა – ერთი ლოყის არეში, სადაც მას შვიდი ნაკერი დასჭირდა და რამაც დააზიანა სანერწყვე ჯირკვალი, ხოლო მეორე – ყელის არეში. ამ ეტაპზე ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.„ეს პაციენტი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ინტენსიურ განყოფილებაში. ექთანსაც რამდენჯერმე მოუწია ამ პერიოდში მორიგეობა, ზრუნავდა პაციენტზე“, – ამბობს ლოლუა და დასძენს, რომ ამ ეტაპზე ასოციაცია თავს იკავებს პაციენტის, ექთნისა და კლინიკის დასახელებისგან. მისივე თქმით, კაცი ამჟამად გადაყვანილია მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
გახშირებულ ძალადობაზე საუბრისას ლოლუა ასევე აღნიშნავს, რომ ხშირად, კერძო კლინიკები მედპერსონალს თმენისკენ მოუწოდებენ, არადა, ბევრ შემთხვევაში ქმედება დანაშაულებრივია.
ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინსიტროში დაუდასტურეს, რომ კაცი დაკავებულია. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
წყარო: netgazeti.ge