21.01.2022
ნახვები: 691 |
ავტორი:
Varduhi Kurginyan
უფროსი სპეციალური მასნავლებლის სტატუსის მისაღებად გამოცდა 2021 წლის ბაფხულში პირველად ჩატარდა. გარდა აღნიშნული გამოცდისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოცდა ნამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლადაც უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ტესტის შედგენა ვერ მოესწრო.
რა არის საჭირო, რომ სპეციალურმა მასწავლებლებმა ნამყვანის სტატუსი მოიპოვონ?
სქემით განსაზღვრულია, რომ ნამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
- აქვს დოქტორის ხარისხი სპეციალურ განათლებაში;
- ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნამყვანი სპეციალური
მასნავლებლის გამოცდა;
- ასევე სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის და მუშაობს მხედველობის ან სმენის
დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა
– ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, გავლილი უნდა ჰქონდეს
მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და
უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და
ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის
სწავლების სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა.
გარდა ამისა, ნამყვანის სტატუსის მისაღებად სპეცმასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ
მოთხოვნას:
- უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების
შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან განანაბრებული აკადემიური ხარისხი (მოგადი
განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი
უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასნავლებლის მომზადების
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი
უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული.
- უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასნავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი
ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
- უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის
მიხედვით, სპეციალურ მასნავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ამ
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;
- უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის
მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.
2021 წლის 22 იანვარს კანონში შეტანილი გარდამავალი დებულების მიხედვით, ნამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარება ცენტრმა 2022 წლიდან უნდა დაიწყოს. ,,ნაეკმა” 2022 წლის მასწავლებლის საგამოცდო პროგრამები უკვე გამოაქვეყნა, თუმცა წამყვანი სპეციალური მასნავლებლის გამოცდაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 2020 წლის 26 ივნისის მთავრობის დადგენილებაში კი აღნიშნულია. რომ ნამყვანი სპეციალური მასნავლებლის გამოცდების ჩატარება ცენტრმა არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრამდე უნდა მოასწროს.
წყარო: gmc.org.ge