საგანგებო მდგომარეობამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის ცხოვრებაში დიდად არაფერი შეცვალა. მართალია სოფლის ქუჩები და ხალხმრავალი ადგილები მოცარიელდა, მაგრამ სოფლის მოსახლეობა ცვლილებებს თითქმის ვერ გრძნობს, ისინი მხოლოდ ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო პრობლემები სასწავლო პროცესს შეექმნა.

სოფლის ხალხმრავალი ადგილები ცარიელია.
8

სოფელი კოთელიის ახალ, ლამაზ სკოლაში სიმშვიდეა. ისევე, როგორც საქართველოს სხვა დანარჩენ სკოლებში, აქ სასკოლო ჟრიამული არ ისმის. მართალია, მასწავლებლები დროდადრო მიდიან სკოლაში იმისათვის, რომ გაიგონ ან გაიკითხონ რაიმე ინფორმაცია, ან ონლაინ-სწავლების ახალ სისტემაში მუშაობის გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ.

6

ისტორიის მასწავლებლის ვალიდა ბერუაშვილის თქმით, სოფელში ყველას არ აქვს ინტერნეტი და არც შესაბამისი ტელეარხი, რომელზეც «ტელეგაკვეთილებს» გააშუქებენ. თვითონ ისტორიის მასწავლებელი ბავშვების ონლაინ სწავლებას 1-ლი აპრილიდან დაიწყებს.

«მე მოსწავლეებთან დისტაციურ მუშაობას დავიწყებ, ვნახოთ რა გამოვა. მე ძალიან მინდა, რომ ვირუსის გამო ბავშვების განათლება არ დაზარალდეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ბავშვებმა ცოდნა მიიღონ»,- ამბოს ის.

30 მარტიდან ტელევიზიის ეთერში მოსწავლეებისათვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება

კოთელიის ზოგიერთ მაცხოვრებელს MagtiSat-ის მიმღები აქვს დამონტაჟებული და საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხი, რომელზეც სკოლის მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილების ტრანსლირება იწყვება, მათთან არის.

2

სოფლის მაცხოვრებელი პაატა ფანჯაკიძე  არსებულ ვითარებას მშვიდადა ხვდება. მას სახლში ინტერნეტი და MagtiSat-ი აქვს დამონტაჟებული. ის იმედოვნებს, რომ დისტანციური სწავლების დროს პრობლემა არ შეიქმნება.

სოფელში კვირის სამუშაო დღეს, დილით მივედით. სკოლის უფროსკლასელები შრომობენ, ოჯახს ეხმარებიან და მომავალი  ხნა-თესვისათვის ემზადებიან.

5

10

4

ხოლო უმცროსები თავის ეზოებში ერთობიან.

9

1

სოფლის მოსახლეობის თქმით, ისინი სახლიდან გარეთ იშვიათად გადიან, მხოლოდ როდესაც პროდუქტებისთვის მაღაზიაში გასვლა არის საჭირო.