![](https://jnews.ge/wp-content/uploads/1-39.jpg)
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.