სიდნეის სტადიონზე კი საახალწლო კონცერტი გაიმართა.
სეულის მცხოვრებლებისთვის კი ახალ წელს ლაზერული შოუ მოაწყვეს. პროექტორები 125 სართულიან ცათამბჯენში იყო დამონტაჟებული და შესანიშნავ სანახაობას ქმნიდა.
იაპონიაში, ქალაქ კამაკურას ტაძართან ახალი წლის ღამეს 6 500 სანთელი აანთეს და ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში წარმატება უსურვეს.
ტოკიოს ტაძარში კი ათასობით ადამიანი საახალწლო ლოცვას დაესწრო.
ტაილანდში, მდინარე ჩაუპრაიას თავზე მასშტაბური ფოიერვერკების შოუ მოაწყვეს.
ულამაზესი ფოიერვერკი გაუშვეს ფილიპინების დედაქალაქ მანილაშიც.
ლონდონში ფოიერვერკი გაუშვეს სამეფო საზღვაო კოლეჯის თავზე. შოუში მონაწილეობდნენ დრონებიც.
დუბაიში, ახალი წლის ღამეს ფოიერვერკი მსოფლიოში ყველაზე მაღალი, ბურჯ ხალიფას შენობიდან გაუშვეს.
ახალი წლის დადგომა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანას სანაპიროზე ფოიერვერკის ფონზე იზეიმეს.
წყარო: „ბიბისი“