საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია და საქართველოში გაყიდული საქონლის უმეტესობა თურქულია. გამონაკლისი, არც ახალქალაქია. აქ ტანსაცმლის გამყიდველები მჭიდროდ თანამშრომლობენ თურქ პარტნიორებთან, თუმცა ზოგი, ვინც ინფორმაციას სომხური მედიიდან იღებს და იციან სომხეთში თურქული საქონლის ოფიციალური, დროებითი აკრძალვის შესახებ, მიიჩნევენ, რომ თურქული საქონელი საქართველოშიც არ უნდა გაიყიდოს. როგორ თანამშრომლობენ ჯავახეთის სომხები თურქ ვაჭრებთან და რამდენად ერევა ეთნიკური და ტერიტორიული კონფლიქტები საქმიან ურთიერთობებში?
2021 წელს საქართველომ 200-მდე ქვეყნიდან 8 999 319 ათას აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის საქონელი შემოიტანა. აქედან თურქეთიდან 1 605 080 ათას აშშ დოლარის ღირებულების. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2021 წელს (იანვარი-ნოემბერი) იმპორტის უმეტესი ნაწილი თურქეთიდან შემოვიდა – 17,8%.
მონაცემები საგარეო ვაჭრობის იმპორტის შესახებ საქართველოს 2021 წლის ეროვნული სტატისტიკის ცენტრი
ამ მონაცემების რა ნაწილი ეკუთვნის ახალქალაქს, უცნობია, რადგან ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ საქონლის შიდა ბრუნვა არ ფიქსირდება. თუმცა, ახალქალაქის ტანსაცმლის, ისევე, როგორც ფეხსაცმლის ბაზარზე, თურქულ პროდუქციას კონკურენტი თითქმის არ ჰყავს, ხოლო სურსათის ბაზარზე ისინი კონკურენციას უწევენ სომხეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროდუქტებს. ტანსაცმლის გამყიდველები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან და ქალაქიდან მიდიან თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში – ყარსში, ტრაპიზონში, სტამბულში, ქემალფაშში. ზოგიერთი მათგანი თბილისში, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს, სადაც ვაჭრების აბსოლუტური უმრავლესობა აზერბაიჯანელია.
სამცხე-ჯავახეთში კომპაქტურად 70 000 სომეხი ცხოვრობს. მათი უმეტესობა საქართველოს ამ რეგიონში მე-19 და მე-20 საუკუნეებში, ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული სომხების გენოციდის დროს განსახლდა. სიტყვა „თურქი“ ადგილობრივ მოსახლეობაში გარკვეულწილად ასოცირდება სიტყვა „მტერთან“. თუმცა, თურქების გვერდით წლების განმავლობაში ცხოვრებამ, ბოლო 5-6 წელიწადში კარწახში თურქეთთან გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, ხალხმა დაიწყო ამ სიტყვის მის მნიშვნელობასთან უფრო ახლოს აღქმა. ყარაბაღის ომმა და თურქეთის უშუალო მონაწილეობამ ომში ჯავახეთში „ძველი ჭრილობები გააცოცხლა“.
ყარაბაღის მეორე ომის დროს ბევრი ვაჭარი გაურბოდა კონტაქტს თურქებთან ან აზერბაიჯანელებთან, მაგრამ ამის შემდეგ, აღდგა სავაჭრო კეთილმეზობლური ურთიერთობა.
„როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, თურქი ან აზერბაიჯანელი მოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკაა და არა ჩვენი პოლიტიკა. ახლა, ლილოში რომ მივდივართ, ბევრი საქონელი მოგვაქვს, ზედმეტ სიტყვასაც არავინ ამბობს, ხალხი ისევ ისე განაგრძობს ურთიერთობას. ერთხელ პირდაპირ სტამბოლიდან თურქთან ვივაჭრე. მართალი გითხრათ, ომის დროს არაფერი შემიკვეთავს, ახლა პირველად შევუკვეთე ომის შემდეგ. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი შეცვლილა, რადგან ისინი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. ერთხელ გოგოსთან ომის თემაზე დავიწყე საუბარი. მითხრა, – ეს ჩვენ არ გვეხებაო“, – ამბობს ახალქალაქში ტანსაცმლის მაღაზიის ერთ-ერთი მფლობელი.
რესპონდენტები დაგვთანხმდნენ ინტერვიუზე, იმ პირობით, რომ მათ ანონიმურობას დავიცავდით.
მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსამდე ის თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობდა ვაჭრობის მიზნით, სტამბულამდე მიაღწია, მაგრამ ახლა უფრო ხელმისაწვდომი და ადვილი გახდა ვაჭრობა, ის უკვე საქონელს მაღაზიებიდან უკვეთავს. დამყარებულია კონტაქტები და საქონლის შეძენა ბევრად გამარტივდა. მისი თქმით, ის, რომ ბევრი მოვაჭრე თურქეთში ორი წელია საყიდლებზე არ წასულა, აიხსნება კორონავირუსით გამოწვეული სირთულეებით და არა ომის შედეგებით.
ჭურჭლის გამყიდველი ამბობს, რომ ეს ბიზნესია, საქმიან ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა.
„გეტყვით, ომის დროს, როგორც ჩვენ ვავრცელებდით ფოტოებს სოციალურ ქსელებში, ასევე ისინიც, მაგრამ, საუბარში ომის თემას არ ვეხებოდით. ბიზნესი ასეა, ყველა ჩვენი საქმით ვართ დაკავებული. თურქებთან ბევრად უფრო ადვილია კომუნიკაცია, ვიდრე ადგილობრივ აზერბაიჯანელებთან“, – თქვა მან.
ტანსაცმლის კიდევ ერთი გამყიდველი ომის შემდეგ საქონლის საყიდლად სტამბულში გაემგზავრა და ამბობს, რომ რაიმე ცვლილება ან მის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება არ შეუნიშნავს.
ტანსაცმლის, ჭურჭლის, ფეხსაცმლის გამყიდველები, არც კი ფიქრობენ გაყიდული საქონლის წარმომავლობაზე, მათ „ეროვნებაზე“, ალტერნატივა არ აქვთ. სომხური პროდუქციის გამყიდველ-დისტრიბუტორს კი, რომელსაც საკუთარი სასურსათო მაღაზია აქვს, ვაჭრობისადმი უფრო ნაციონალისტური დამოკიდებულება აქვს.
„სომხურ საქონელზე მოთხოვნა გვაქვს. ჩვენ ყოველთვის გვქონდა კავშირი სომხეთთან, კორონავირუსმაც კი ვერ შეგვიშალა ხელი საქონლის შემოტანაში. რაკი სომეხი ვარ, მინდა ხალხმა მხოლოდ სომხური საქონელი მოიხმაროს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი მაღაზიის გარდა, მხოლოდ სომხურ საქონელს ვარიგებ საქართველოს მასშტაბით მაღაზიებში. ბათუმის სომხური თემის მაღაზიებშიც კი სომხურ საქონელს ვარიგებ. თბილისში სამი მაღაზიაა “არმენია”, იქ მიმაქვს სომხური საქონელი და ყველაფერი სომხური აქვთ”, – ამბობს ახალქალაქის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი.
როდესაც ყარაბაღის მეორე ომის დროს სომხეთში დაიწყო კამპანია „არა თურქულს“ და შემდგომში მთავრობის გადაწყვეტილებით თურქული საქონლის იმპორტი დროებით აიკრძალა, ახალქალაქის ეს მაღაზიაც ცდილობდა არ გაეყიდა თურქული საქონელი. ზოგიერთი მყიდველი ცდილობდა არ ეყიდა თურქული საქონელი, მაგრამ ეს დროებითი აქცია აღმოჩნდა, ისევე, როგორც სომხეთში ოფიციალური აკრძალვა.
„მაგალითად, აზერბაიჯანში წარმოებული აზერჩაი არ მომქონდა გასაყიდად, მაგრამ კლიენტები ყოველთვის მოდიოდნენ და უნდოდათ, უნდა დამეწყო შემოტანა, თუმცა არც ისე თვალსაჩინო ადგილას დავდე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მქონდა“, – დასძენს გამყიდველი.
მაშინ, როცა სომხურმა „არა თურქული“ კამპანიამ ჯავახეთზეც დროებითი და ნაწილობრივი გავლენა იქონია, აჭარის სომხებს არანაირი გავლენა არ უგრძვნიათ.
2014 წლის მონაცემებით აჭარის მოსახლეობის 1,64% სომეხია. იქ ბევრი თურქია, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესით არიან დაკავებულნი, მაგრამ ისინი რეგიონის ოფიციალურ დემოგრაფიულ მონაცემებში არ არიან რეგისტრირებული. სომეხი მოსახლეობა მათთან ყოველთვის ინარჩუნებს პირდაპირ კომერციულ ურთიერთობას.
ძველი ბათუმის ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში არის თურქული ტკბილეულის მაღაზია, რომელიც თურქს ეკუთვნის, მაგრამ იქ სომეხი არტურ მაკარიანი მუშაობს. მაკარიანს ფესვები ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანიდან აქვს, მამამისი ბათუმში დაიბადა.
როგორც თავად აღნიშნავს, მრავალი წლის განმავლობაში მათ მაღაზიაში სომეხი ეროვნების, არც ერთი მყიდველი არ შესულა.
„ვფიქრობ, რადგან მაღაზიაში წერია „თურქული საკონდიტრო ნაწარმი“, აქ არ მოდიან. ყოველთვის ვცდილობ, სომხები მოვიდნენ ჩვენს მაღაზიაში, ძალიან მიხარია, რომ თქვენ, სომხები, მოხვედით ჩვენს მაღაზიაში. ამ თურქთან ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ. ჩვენ არასდროს გვქონია პრობლემა, ”- ამბობს არტური.
როგორც ის აღნიშნავს, ყარაბაღის ბოლო ომის დროს მას და თურქებს ამ თემაზე საერთოდ არ უსაუბრიათ და, შესაბამისად, მათ ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია. არტური ამბობს, რომ ომი არც მის პარტნიორს და არც რაიმე სავაჭრო ურთიერთობას აჭარაში არ შეხებია.
«სარფის» სასაზღვრო გამშვები პუნქტი, აჭარა, საქართველოს საზღვარი თურქეთთან
აჭარიდან Jnews-ი თურქეთში გაემგზავრა. უკვე მეორე წელია, თურქეთთან მოქმედი სამი ცენტრიდან – სარფი, კარწახი, ვალე – აჭარაში მხოლოდ სარფია ღია სამოქალაქო გადაზიდვებისთვის. დანარჩენი სასაზღვრო გამშვები პუნქტების გადაკვეთა მხოლოდ სატვირთო გადამზიდველებს შეუძლიათ.
სარფი-თურქეთის საზღვარზე რიგი იყო. საგუშაგოზე ისინი ყველასთან მეგობრულები არიან, მათ ესაჭიროებათ ორი სავალდებულო დოკუმენტი: პასპორტი, კორონავირუსის ტესტი ან/და კოვიდ პასპორტი. ზოგ შემთხვევაში გეკითხდბიან, – რატომ მიდიხარ თურქეთში? ზოგ შემთხვევაში – არა. ჩვენთვის არაფერი უკითხავთ.
როცა საზღვარი გადავკვეთეთ და მანქანას ველოდებოდით, ამ ხნის განმავლობაში ქართველების ნაკადი შეინიშნებოდა, რომლებიც, როგორც ჩანს, საქონლის საყიდლად მიდიოდნენ, რადგან ყველას დიდი და ცარიელი ჩანთები ჰქონდა. ვაჭრების უმეტესობის გაჩერებაა ქალაქი ქემალფაშა, სტამბულის სავაჭრო ცენტრი. ცოტანი მიემგზავრებიან სხვაგან. გავემართეთ ქალაქ ტრაპიზონში.
ქალაქის დიდ სავაჭრო ცენტრში შეგიძლიათ შეხვდეთ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს – თურქებს, ქართველებს, რუსებს… იქ ყოფნისას ვერცერთი სომეხი ვერ შევნიშნეთ.
ყველა მაღაზიაში ძალიან კეთილგანწყობილნი დაგვხვდნენ, ყველაფერში გვეხმარებოდნენ. მხოლოდ ორი მაღაზია იყო, სადაც თანამშრომლები ცოტა ინგლისურად, ან რუსულად საუბრობდნენ, დანარჩენები მხოლოდ თურქულად საუბრობდნენ, ერთმანეთს ჟესტებით ვუგებდით.
სავაჭრო ცენტრში გამყიდველებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რაც შეიძლება მეტი საქონლის გაყიდვა, რადგან ამისთვის ისინი იღებენ პრემიას, მიუხედავად ეროვნებისა თუ ვინ ყიდულობს ამ პროდუქტს.
ეკონომიკა ძირითადად კარნახობს პოლიტიკას და განწყობებს. საქართველოს ეკონომიკის თურქეთზე დამოკიდებულებამ ჯავახეთში შექმნა ვითარება, როდესაც მან ეთნიკური განსხვავებები სავაჭრო ურთიერთობებიდან ამოაგდო.