9 დეკემბერს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კორონავირუსის 20 შემთხვევა გამოავლინა. კოვიდ სიტუაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ორ თვეზე მეტია დაძაბულ ვითარებაში ამყოფებს.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კოვიდის გამოსავლენად 128 ტესტი ჩაატარა, აქედან – 101 ანტიგენი, 27 PC, რის შედეგადაც კორონავირუსის 20 შემთხვევა გამოვლინდა.
8 დეკემბერს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კორონავირუსის 27 შემთხვევა გამოავლინა. ჩატარდა 134 ანტიგენის და 34 PCR ტესტი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 481 ადამიანია.