სომხეთში შესვლისას საზღვარზე ან აეროპორტში PCR-ტესტს აკეთებდნენ, ახლა კი, მთავრობის გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილებებით, მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ტესტის გაკეთება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საზღვარზე ტესტის უარყოფითი შედეგი ან ვაქცინაციის მოწმობა უნდა წარმოადგინონ.
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 11 სექტემბრის №1514 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილებების თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესასვლელად საჭიროა კოროვირუსული დაავადების (COVID-19) უარყოფითი ტესტირების სერთიფიკატი ან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის შესახებ ცნობა.
უარყოფითი ტესტი ან ვაქცინაციის სერთიფიკატი 6 წლის, 11 თვის და 29 დღემდე ბავშვებისათვის არ არის საჭირო.
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სომხეთის რესპუბლიკაში ჩასული პირების ინფორმაცია მობილური აპლიკაციის „მოგზაურობა COVID-19-ის გარეშეს“ მეშვეობითაა მოწოდებული.
უცხოელებისთვის სომხეთის რესპუბლიკაში შესვლა კვლავ ღიაა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით, მხოლოდ ვაქცინაციის მოწმობის წარდგენის ან PCR უარყოფითი პასუხის დადასტურების შემდეგ. ამ უკანასკნელებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა რომელიმე ზემოაღნიშნული ცნობის წარმოუგენლობის
საზღვარზე ან აეროპორტში ტესტის გავლა მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სომხეთის რესპუბლიკაში დროებითი ან მუდმივი ცხოვრების სტატუსის მქონე უცხოელებს, სომხეთის რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს, სომხეთის რესპუბლიკაში ლტოლვილის სტატუსის მქონე თავშესაფრის მაძიებლებს შეუძლიათ.
ვაქცინაციის მოწმობის წარდგენა შესაძლებელია როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე დოკუმენტური ვერსიის გამოყენებით დაცული QR-კოდით, რომელიც საშუალებას იძლევა შემოწმდეს ვაქცინაციის მოწმობის ყველა მოთხოვნა.
ცვლილებების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 11 სექტემბრის №1514 განკარგულებაში