ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ნოემბერში ძალიან ბევრი გარდაცვლილა. მათ უმეტესობას Covid-19 არ დაუდასტურდა, რადგან დროულად არ ჩატარებიათ გამოკვლევა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ უმეტესობის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსია. ასევე ამტკიცებენ, რომ სანამ საზოგადოებრივი იმუნიტეტი არ შეიქმნება, სხვა შედეგს ვერ მივიღებთ.
ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი ალექსან თოროიანი მუნიციპალიტეტში არსებული კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური ვითარებით შეშფოთებულია:
„ძალიან ცუდი და რთული მდგომარეობაა, თუმცა პიკისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. თუმცა ვაქცინაციის მაჩვენებლები უკიდურესად დაბალია. ხანდახან მრცხვენია კიდეც, როცა სხვა რეგიონებს ვადარებთ, სადაც ინდექსი საკმაოდ მაღალია. უფრო მეტად დეზინფორმაციის გვჯერა, ვიდრე ადამიანებს, რომელთა მოსაზრებით სახელმწიფო ხელმძღვანელობს, რადგან კომპეტენტურნი არიან“.
რეგიონში ვაქცინაციის მაჩვენებლები თვალსაჩინოდ არ იზრდება, თუმცა მაღალია სიკვდილიანობა. ხალხი არ აღიარებს, რომ მათ ნათესავს კორონავირუსის შესაფერისი სიმპტომები აქვთ.
„ხშირად გვიან ვიგებთ სოფლებში დაღუპულთა შესახებ. ცენტრალიზებული სტატისტიკა არ არსებობს. სოფლებში იღუპებიან, ცნობები კი სხვადასხვა საბაბითაა გაცემული: პნევმონია, გულის უკმარისობა და ა.შ, მაგრამ გარდაცვალების მიზეზი 90-95% კოროვირუსულია. საუბარია 65 წელს გადაცილებულ მოხუცებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი სეგმენტია“, – აღნიშნა ექიმმა.
ალექსან თოროიანი მიიჩნევს, რომ ვითარება შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, თუ აცრილების მკვეთრი ზრდა არ იქნება.
„საზოგადოებამ უნდა გაიაზროს არსებული ვითარება, რადგან პრობლემის გადაჭრის გადაწყვეტილებას საზოგადოება იღებს. სანამ საზოგადოებრივ იმუნიტეტს არ შევქმნით, ანუ თუ 60-70% არ აიცრება, სხვა შედეგებს ვერ მივიღებთ. ეს ერთადერთი გამოსავალი, იარაღი და შესაძლებლობაა, რაც, მადლობა ღმერთს, დღეს სახელმწიფომ მოგვცა – ვაქცინაცია და ტესტირება უფასოდ“.
ექიმის განცხადებით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას და ხელისუფლებამ თავისი მთავარი საქმე გააკეთოს. ეს სახელმწიფოსა და მედიცინის მუშაკების ინტერესებში შედის, ამიტომ ვაქცინაციის აქტიური კამპანია მიმდინარეობს.
“ყოველთვის მომთხოვნი ვიყავით, არასდროს ვყოფილვართ ამოცანის წინაშე თუ ვინ შეასრულებდა ჩვენს მოვალეობას, ვინ მოისმენდა სპეციალისტის აზრს.”
თოროიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს და სთხოვს მოსახლეობას აიცრან, რადგან მედიცინის მუშაკების ძალები უსასრულო არ არის.
ახალქალაქის საავადმყოფოში სამი ვაქცინაა ხელმისაწვდომი: Sinovac-ი, Sinopharm-ი და Pfizer-ი.