25 ნოემბერს, საქართველოს წითელი ჯვრის ოფისმა ახალქალაქელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, მის მნიშვნელობასა და ჯავახეთში აცრილთა დაბალ მაჩვენებლებზე ისაუბრეს.
ნინო სამადალაშვილი, საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, აღნიშნავს, რომ მსგავსი შეხვედრები საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ ჯავახეთშია. პრობლემაა არა მარტო რეგიონის, არამედ ყველას ეხება.
„სამცხე-ჯავახეთში ფილიალი მხოლოდ ახალციხეში გვქონდა და ახლა ბორჯომთან და ახალქალაქთანაც ვთანამშრომლობთ. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობით რეგიონის განვითარებისთვის სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას შევძლებთ აქტიური მოხალისეების დახმარებით“.
ნინო სამადალაშვილმა განმარტა ყველა საინფორმაციო მასალის თარგმნის დანიშნულება. ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომ ენებზე თარგმნა ინფორმირებულობას ზრდის და ინტეგრაციის პროცესს ასტიმულირებს.
წითელ ჯვარს სხვადასხვა კომიტეტი ჰყავს, მაგრამ ეს პროგრამა ვაქცინაციის პროექტის კოორდინატორმა ანა ლომთათიძემ შეიმუშავა. აღნიშნავს, რომ სამიზნე ჯგუფებად ის რეგიონები შეირჩა, სადაც ვაქცინაციის შედარებით დაბალი დონეა.
„მიმაჩნია, რომ ასეთი დაბალი მაჩვენებელი სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული: ენის არასაკმარისი ცოდნა, დეზინფორმაციის არსებობა, რელიგიური თუ ეროვნული ბარიერები და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მონაწილეობა პროგრამებში, რომლითაც შეუძლიათ ინფორმაცია მიიღონ და თავიანთ გარემოში გაავრცელონ. ”
ამჟამად ჯავახეთში ვაქცინაციის სტიმულირების არაერთი პროგრამა და პროექტი ხორციელდება. მათი შედეგი მოგვიანებით გახდება თვალსაჩინო.