Armenian      Russian

საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 098 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 64 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 588 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 401, „პისიარ“ ტესტით – 12 187.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,04%, ბოლო 14 დღის – 9,15%, ბოლო შვიდი დღის – 9,19%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 822 383 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 763 755 გამოჯანმრთელდა, 11 679 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 112 851 აცრა, დღიურად აცრილია 3 707.

კარანტინის რეჟიმშია 58, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 611 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 084 პირი.

ამასთან, 23 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 428 პაციენტი, გარდაიცვალა 62.