სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში ბინადრობის ნებართვა აქვთ, ვაქცინაცია ახალქალაქისა და ნინოწმინდის კლინიკებში შეუძლიათ. ბინადრობის ნებართვის გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაცია მხოლოდ დიდი ქალაქების კონკრეტულ კლინიკებში შეუძლიათ.
ჯავახეთში სხვა ქვეყნის ბევრი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ საქართველოს დიდ ქალაქებში ჰქონდათ გაკეთებული, რადგან ადგილზე შეუძლებელი იყო. ჯავახეთის ბევრი მცხოვრები რედაქციას ჰკითხეს როდის მიეცემათ საშუალება ადგილზე გაიკეთონ ვაქცინაცია. 28 ოქტომბერს, როდესაც COVID-19-ის ვაქცინაციის მარათონის გაიმართა, ახალქალაქში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჩამოვიდა. მასაც იგივე ჰკითხეს, რაზეც უპასუხა, რომ ამ საკითხს მოაგვარებენ თუ ახალქალაქისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლებისგან ოფიციალური წერილი გაიგზავნება.
ახალქალაქის ახალ მერს, მელქონ მაკარიანს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ადგილზე ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ განცხადება და მიმართვა არ მიუღია.
„ამ საკითხით არ დაგვკავშირებიან, რადგან ქალაქის ბაღში მყოფნი კითხვებს ადგილზე სვამდნენ. თუმცა საკითხი სწრაფად მოგვარდა, როგორ?! თუ ადამიანს ბინადრობის ნებართვა აქვს აცრას უკეთებდნენ. რაც შეეხება საავადმყოფოში ვაქცინაციის გაკეთებას – მსგავსი ინფორმაცია ჯერ არ მაქვს“, – განაცხადა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.
ჰოსპიტალის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პროცესი მიმდინარეობს – ახალქალაქში სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონეთ, მაგრამ საქართველოს ბინადრობის მოწმობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა ადგილზევე შეუძლიათ გაიკეთონ. რაც შეეხება ბინადრობის მოწმობის გარეშე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, მათი აცრა, როგორც ადრე, მხოლოდ საქართველოს დიდ ქალაქებშია შესაძლებელი – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში.
უცხოელების ვაქცინაცია სამ სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება: თბილისის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკურ სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი.