2021 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 7,9 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 224.2 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 216.3 ლარი იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 36,5 ლარით არის გაზრდილი. შარშან ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 187.7 ლარს შეადგენდა.