ნინოწმინდელი კიმ ნორსოიანი 8 წლიდან კარატეში ვარჯიშობს. მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის გოგონამ მრავალი გამარჯვების მოპოვება შეძლო, მიღწეულით არ კმაყოფილდება და ყოველდღიურ ვარჯიშს აგრძელებს, რათა თავისი და მშობლების ოცნება აასრულოს. 2020 წელს კიმი საქართველოს ყველაზე რეიტინგულ სპორტსმენად აღიარეს, 2016 წელს კი „ლედი კარატეს“ წოდება მიიღო. მის ანგარიშზე 50-ზე მეტი მედალი და დიპლომია. მისი სპორტით დაკავებაი მშობლებმა განსაზღვრეს.
რუსეთიდან დაბრუნებულმა მამამ, ვარდან ნორსოიანმა, დაინახა, რომ კიმი ეზოში ყველაზე მაღალი ხიდან არ ჩამოსულა და თითქოს ვარჯიშობდა. შიშით, რომ ბავშვს საკუთარ თავისთვის ზიანი არ მიეყენებინა, გადაწყვიტა კარატეზე შეეყვანა.
„სანამ წავიყვანდით, ვკითხეთ, რა გინდა? კიმმა გვიპასუხა – გიმნასტიკა. თუმცა მაშინ ჩვენთან ეს მიმდინარეობა არ იყო განვითარებული, ამიტომ გადავწყვიტეთ კარატეზე მიგვეყვანა. გვეგონა, ბავშვობის ასაკის შემდეგ აღარ გააგრძელებდა, მაგრამ ვცდებოდით. სამი ქალიშვილი მყავს, სამივეს განსხვავებული ინტერესები აქვთ. მაგალითად, ჩემი შუათანა ქალიშვილი ხალიჩის ქსოვითაა დაკავებული, უმცროსს კი მუსიკა და ცეკვა უყვარს“.
კიმი 8 წელია სპორტითაა დაკავებული:
„წლების განმავლობაში მოვახერხე მრავალი პოზიციის, მედლების მოპოვება, რომლებსაც ჩემს ცხოვრებაში თავისი განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს.”
მრავალრიცხოვანი გამარჯვებებიდან სპორტსმენი პოლონეთში გამართულ მე-7 მსოფლიო ჩემპიონატს გამოარჩევს, სადაც თავისი გუნდის სპორტსმენებთან, აქსანა ავეტიანსა და ნიკოლე დემურაშვილთან ერთად, გუნდურ კუმიტეში მეორე ადგილი დაიკავა.
აღნიშნავს, რომ წარმატება მწვრთნელების რაფაელ დარბინიანისა და მაქსიმ არზუმანიანის დამსახურებაა.
კიმი გულმოდგინედ ინახავს ყველა მედალს, მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულს ანიჭებს.
კარატე-შოტოკანში ვარჯიშობს. როგორც თავად განმარტავს, ეს სპორტი მასში ნდობას იწვევს, ნებისმიერ სიტუაციაში თავს დაცულად გრძნობს.
კიმმა უკვე მოახერხა ყავისფერი ქამრის მოპოვება და შავი ქამრის მოპოვებას ცდილობს, რათა რეიტინგიც აიწიოს და მწვრთნელი გახდეს.
“ბევრი მიზანი მაქვს. სპორტის დატოვებას არ ვაპირებ, მაგრამ მთავარი მიზანი შავი ქამრის მოპოვებაა”.
კიმს გამარჯვებებთან ერთად მარცხებიც ჰქონდა. პირველივე შეჯიბრში მეტოქესთან დამარცხდა, მაგრამ ამან კიდევ უფრო მეტი ძალა შემატა.
„გარდა გამარჯვებებისა, მქონდა მარცხიც, მაგრამ ჩემთვის ეს მარცხები უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან შედეგად გავხდი ის, ვინც დღეს ვარ. ვფიქრობ, წაგება თუ მოგება არც ისე მნიშვნელოვანია. პირიქით, მთავარია, როგორ წააგე, რადგან შეგიძლია ეცადო, რომ იგი გამარჯვებად აქციო. როგორც ამბობენ, ყოველ დამარცხებას ბრწყინვალე გამარჯვებამდე მივყავართ“, – განმარტავს კიმ ნორსოიანი.
2014 წელს, 8 წლის კიმი პირველივე შეჯიბრში მეტოქესთან დამარცხდა, რამაც ძალა და ბრძოლის სურვილი მისცა. დღეს კიმს ბრძოლა ზუსტად იმ სპორტსმენთან სურს, რომელთანაც პირველად დამარცხდა. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე ოცნებობს.
კიმს ჯერ არ გადაუწყვეტია მომავალი პროფესია, მაგრამ მამას სურს, რომ მისმა ქალიშვილმა ვაზგენ სარგსიანის სამხედრო უნივერსიტეტში ჩააბაროს და მაიორი გახდეს. კიმს ბავშვობიდან უყვარდა სამხედრო საქმეები, მაგრამ ყარაბაღის ომის შემდეგ მას კითხვები გაუჩნდა, და ყოყმანობს.
თუკი კიმის გარემოცვა თავიდან არ აღიარებდა, რომ ის კარატისტი იყო, ახლა არიან გოგონები, რომლებიც დაინტერესდნენ და კარატეს სირთულეებზე ეკითხებიან.
„თავიდან ბევრი უარყოფითი მიმოხილვა იყო, რადგან ფიქრობდნენ, ქალის სპორტი არ იყო, მაგრამ ასეთ მოსაზრებებს ყურადღება არ მივაქციე და წინ წავედი. ახლა მათ ნორმალური დამოკიდებულება აქვთ. როდესაც გამარჯვებული ვბრუნდები, ოჯახი და მეგობრები დიდი პომპეზურობითა და სიხარულით მხვდებიან. შევამჩნიე, რომ ჩემი წარმატების შემდეგ ამ სპორტით ბევრი გოგონა ცდილობს დაკავებას. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ამ სტერეოტიპის დამსხვრევა შევძელი“.
თუ კარატეში კიმი მიზანდასახულია, მაშინ სახლში, პირიქით, ძალიან მორჩილია. კარატეს გარდა, ის დაკავებულია ცეკვით, მუსიკით, ხატვით, ქარგვით, ასევე ფლობს საბრძოლო ხელოვნებას – ბრძოლას ნუნჩაკუსთან. მედალოსანია არა მარტო სპორტის, არამედ ხელოვნების სფეროშიც.
სპორტსმენს მიაჩნია, რომ მისი წარმატების გასაღები შრომა, ნებისყოფაა, რაც მარცხს გამარჯვებად აქცევს.