დღეს, 8 ნოემბერს ახალქალაქში ახალგაზრდული მედია-ინიციატივების პრეზენტაციები დასრულდა.
დღეს კაფე „გრანდ მურში“ გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია People in Need-ის პროექტის საბოლოო შემაჯამებელი პრეზენტაცია ახალქალაქიდან და მუნიციპალიტეტის სოფლების ახალგაზრდა გოგონების მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში ახალქალაქში 4 მედია ინიციატივა განხორციელდა – მათგან 2 ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის მენტორობით, დოკუმენტური ფილმი “არჩევნები ახალგაზრდების თვალით” და კვლევითი სტატია “ინფორმაციის წყაროები ან ვის ენდობიან ჯავახეთში”. ასევე, ორ პროექტს ხელმძღვანელობდა ადგილობრივი ტელევიზია ATV12.
დღეს ახალგაზრდებმა თავიანთი მედია პროდუქტები წარადგინეს, ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთში ინფორმაციის აუცილებლობაზე, COVID-19-სა და დეზინფორმაციაზე, ქალების მონაწილეობაზე არჩევნებსა და პოლიტიკაში. პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი, დეპუტატი, სედა მელკუმიანი და სხვები.
პრეზენტაციის დასასრულს დისკუსია გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვები დაუსვეს გენდერულ კვოტებსა და პოლიტიკაში ქალთა გააქტიურებაზე. მმართველი პარტიის დეპუტატმა სედა მელკუმიანმა საკუთარ გამოცდილებაზე და ამ თემის ხედვაზე ისაუბრა, ჟურნალისტმა და Jnews.ge-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, შუშან შირინიანმა ცნობადობის შესახებ კითხვებსაც უპასუხა.
არასამთავრობო ორგანიზაცია People in Need-ის წარმომადგენლის, თეონა ფურცხვანიძის თქმით, ამ პროგრამამ მიაღწია დასახულ მიზნებს ახალგაზრდებისთვის უნარ-ჩვევების მიწოდებით, რომლებსაც ისინი მომავალში გამოიყენებენ.
„ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, რომ განუვითარდეთ უნარები და იმუშაონ ისეთ თემებზე, როგორიცაა დეზინფორმაციისა და ინფორმაციის განსაზღვრა. მათ ასევე აქვთ ახალი უნარები, როგორ გადაამოწმონ ინფორმაცია, რა არის პროპაგანდა, როგორ გავაკეთოთ ციფრული მარკეტინგი და ა.შ. ასევე აქვთ ახალი გამოცდილება პროექტის მართვაში. ეს არის ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი ახალი მნიშვნელოვანი უნარი, დროის მიხედვით, ვფიქრობ, როდესაც მათ მედიასთან თანამშრომლობით გაავრცელეს ეს პროექტები ინტერნეტში და ადგილობრივ ტელევიზიაში, ბევრმა დაიწყო ფიქრი ამ პრობლემებზე“, – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ლიდერი თეონა ფურცხვანიძე.
პროექტს ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია საქართველოში People in Need ახორციელებს. პროექტი ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პროგრამა TRANSITION-ის ფარგლებში და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ პროგრამის ფარგლებში მომზადებულ მასალებს.
არჩევნები ახალგაზრდების თვალით(Video)
ინფორმაციის წყაროები ან ვის ენდობა ჯავახეთის მოსახლეობა