სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 417 შემთხვევა გამოვლინდა, 1 802 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 42 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
7 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 320 433 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 280 950 პაციენტი გამოჯანმრთელდა.