05.11.2021
ნახვები: 659 |
ავტორი:
Shushan Shirinyan
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 16 ვაკანტური ადგილია, მათგან 13 სხვადასხვა საგნის მასწავლებელზე, 3 სხვა სპეციალობაზე.
- სოფელ დილისკას N1 სკოლას ესაჭიროება ექიმი და სახანძრო უსაფრთხოების თანამშრომელი
- სოფელ აგანას საჯარო სკოლაში მიიღებენ ბუღალტერს, ასევე ბუნების მასწავლებელს მე-6 კლასისთვის,
- ქართული ენის მასწავლებლები მე-7, მე-9, მე-10 კლასებში
- ვარევნის სოფლის სკოლაში საჭიროა ინგლისური ენის მასწავლებელი
- ახალქალაქის მე-5 სკოლას ესაჭიროება ქართული ენის მასწავლებელი მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 კლასებში.
- სოფელ ტურცხის სკოლაში 1-დან მე-8 კლასამდე ინგლისური ენის მასწავლებელია საჭირო
- სოფელ მერენიას საჯარო სკოლაში საჭიროა დაწყებითი კლასის მასწავლებელი
- სოფელ დილისკას მე-2 საჯარო სკოლას ესაჭიროება ფიზიკის მასწავლებელი მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში, გეოგრაფიის მასწავლებელი მე-7, მე-8, მე-9 კლასებში და ბიოლოგიის მასწავლებელი მე-8 კლასში.
- სოფელ გოგაშენის სკოლას ესაჭიროება ფიზიკური მომზადებისა და სპორტის მასწავლებელი 1-დან 9 კლასამდე
- სოფელ ბავრას სკოლაში – ქართული ენის მასწავლებელი მე-2 კლასისთვის
- სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლა ეძებს კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებელს მე-5 და მე-6 კლასებისთვის.