საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 003-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 610 პირს დაუდასტურდა, 2 624 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 29 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 3 965 შემთხვევა გამოვლინდა, 4 627 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.