დღეს, 13:00 საათისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკას სამედიცინო ცენტრს ეწვია, სადაც უკვე მეორე დღეა „ვაქცინაციის მარათონი“ იმართება. თუმცა, დილისკაში მარათონის ორი დღის განმავლობაში, COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა არავის გაუკეთებია.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დღეს 80 სწრაფი ანტიგენის ტესტი ჩატარდა. ტესტის ჩამბარებლები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან და ახალქალაქიდან იყვნენ.
პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტში გამყრელიძის ვიზიტის დროს არავინ მოსულა COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრისთვის. კითხვას, რატომ მოხდა ეს, ამირან გამყრელიძემ ასე პასუხობს.
„ვფიქრობ, პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტში პირობები არ არის შესაბამისი. აუცილებელია მოსახლეობის ქალაქში გადაყვანა, რათა იქ აიცრან, სანამ აქ სამედიცინო პუნქტი კეთილმოეწყობა“, – განაცხადა მან.
დილისკაში ჩასვლამდე ამირან გამყრელიძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში იმყოფებოდა, სადაც 5 პირს ჩაუტარდა აცრა.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) ქვეყნის რეგიონებში მოსახლეობის COVID-19-ზე ვაქცინაცია 18 ოქტომბერს დაიწყო. პროგრამის მიხედვით, სპეციალური მობილური სამედიცინო ჯგუფები სტუმრობენ სოფლებს, ხელს უწყობენ ვაქცინაციას და მოსახლეობას ადგილზე, ანუ სოფლის სამედიცინო პუნქტებში ცრიან. მარათონმა სულ 49 სოფელი უნდა მოიცვას.
28-29 ოქტომბერს აღნიშნული მარათონის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯგუფი, ამირან გამყრელიძის ხელმძღვანელობით სტუმრობდა.