საქართველოში თითქმის ორი წელია, რაც ჰაერში დატრიალებული ვირუსის გამო ხალხი შიშში ცხოვრობს. ამას მოჰყვა უამრავ შეზღუდვას, რის შედეგადაც სხვადასხვა სფერო დაზარალდა, არც საგანმანათლებლო სფერო იყო გამონაკლისი, როდესაც სასწავლო დაწესებულებები გადავიდნენ დისტანციურ მეცადინეობაზე, სტუდენტებმა განათლების სახლიდან მიღება დაიწყეს.
JNEWS– მა გამოკითხა 25 არავაქცირებული სტუდენტი, რათა გაერკვია, თუ ხმას რას მისცემდნენ, თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდებოდა და ისინი აღმოჩნდებოდნენ არჩევანის წინაშე: ვაქცინაცია თუ მეცადინეობების გაგრძელება აუდიტორიებში, ან უარის თქმა ვაქცინაციაზე და მეცადინეობებზე დასწრების აკრძალვა. 25 რესპოდენტიდან მხოლოდ 7 -მა გვიპასუხა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შემთხვევაში, ისინი აიცრებიან, ხოლო დანარჩენი 18 მაინც უარს იტყვის.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები პერიოდულად აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალი დონის შემთხვევაში, შესაძლებელია უნივერსიტეტები გაიხსნას. თუმცა, განსაკუთრებით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, აცრილი ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი არასაკმარისია აუდიტორიებში სწავლის გასაგრძელებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სტუდენტია უკმაყოფილო დისტანციურ სწავლებით, ვაქცინაციისთვის ყველა მათგანი არ არის მზად.
რიმა მარანგოზიანი Gipa-ს პირველი კურსის სტუდენტია, აცრილია Pfizer-ის პრეპარატის ორი დოზით.
„ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს ვაქცინების მიმართ, განსაკუთრებით კორონავირუსის ვაქცინის. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს მომენტის სერიოზულობა, ყველას მოვუწოდებ აცრა გაიკეთონ. რაც შეეხება სტუდენტების სავალდებულო აცრას, მსგავსი საუბრები მოვისმინე, მაგრამ ეს არ იყო ოფიციალური განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, იმავდროულად არ ვიღებ იძულებას, რადგან ეს ყველას გადასაწყვეტია და მისი უფლებაა. საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე გადასასვლელად სტუდენტების ვაქცინაციის იძულება არასწორია, ანუ განათლებასა და ვაქცინაციას შორის არჩევანის გაკეთება არ შეიძლება“, – ამბობს რიმა.
ალენა სარგსიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მისი თქმით, ონლაინ ფორმატი ძალიან ცუდად აისახება განათლების ხარისხზე, ის არ არის აცრილი და არ მიაჩნია სწორად სტუდენტების აცრა იმის წინაპირობად, რომ გაიხსნას უნივერსიტეტები.
”პირადად მე არ ვარ აცრილი და არ ვიღებ ამ ვაქცინას, რადგან მას არაეფექტიანად მივიჩნევ. თუ მართლაც ეფექტიანი ვაქცინა შეიქმნება, დიახ, მე თვითონ მოვუწოდებ ხალხს ვაქცინაციისაკენ, რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრია“, – აღნიშნავს ალენა.
მას მიაჩნია, რომ იძულება საერთოდ მიუღებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. JNEWS-ის კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს, თუ ის სავალდებულო გახდება, პასუხი იყო შემდეგი:
«მე ვიბრძოლებ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რადგან არავის აქვს უფლება შეგვიზღუდოს განათლების მიღების უფლება».
მიუხედავად იმისა, რომ არის პროფესიები, რომლებმაც შესაძლოა ონლაინ-სწავლებით გარკვეული ეფექტი გამოიღოს, მედიცინის შემთხვევაში ეს ძალიან რთულია. ქრისტინა ხოცანიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. სწავლობდა მოსამზადებელ ფაკულტეტზე, როცა ონლაინ განათლებაზე გადავიდა. მისი აზრით, ძალიან რთულია თეორიული ცოდნის მიღება ისე, რომ არ დაინახო და არ წარმოიდგინო, რასთან იმუშავებ.
ქრისტინას ჯერ აცრა არ აქვს გაკეთებული და, როგორც თავად აღნიშნავს, აცრების ძალიან არ ეშინია, მაგრამ თუ ის სავალდებულო გახდება, აცრას გაიკეთებს.
„არ ვარ ვაქცინირებული, მაგრამ თუ დაიწყებენ სტუდენტების იძულებას, მაშინ, აცრას გავიკეთებ. პირველ წელს ჩვენ გარკვეული დრო გავატარეთ ჰიბრიდულ რეჟიმში, მეცადინეობების ნახევარი ტარდებოდა აუდიტორიებში, ნახევარი ონლაინ რეჟიმში. მნიშვნელოვნად განსხვავდება ლექტორთან პირისპირი ურთიერთობა. არამგონია იძულება იყოს სწორი, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, ვაქცინაციას გავიკეთებ“, – ხაზს უსვამს ქრისტინა.