საქართველოში ვაქცინაციის ტემპი დღეში 20000-30000-დან 5000-6000-მდე დაეცა. 19 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველომ კვლავ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით. JNEWS-მა შეისწავლა, როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი ახალქალაქში და რა კეთდება მისი სტიმულირებისთვის.
ახალქალაქში ვაქცინაცია ქალაქის საავადმყოფოში კეთდება. ვენერა მაიტესიანის თქმით, ყოველი ვაქცინა მოთხოვნადია, მაგრამ თუ ადრე საავადმყოფოში 50-60 აცრა კეთდებოდა, ახლა არის დღეები, როცა ან საერთოდ არავინ იცრება ან მხოლოდ 10-15 ადამიანი. ძირითადად მეორე დოზისთვის მოდიან, ძალიან იშვიათად პირველისთვის.
“უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები აცრილებიან. მასწავლებლებმა სიარული მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც გაიგეს, რომ ტესტები უფასოა. 16 და 17 ოქტომბერს არავის გაუკეთებია აცრა”, – განმარტავს ვენერა მაიტესიანმა.
მისივე თქმით, ექიმები პაციენტებს აცრებს არ „აიძულებენ“.
“მსგავი რამე არ ხდება. თუმცა ჩემს აზრს ვამბობ, ვფიქრობ არავის არც ვაძალებთ და არც რაიმეს ვახვევთ თავს. აცრა კი ცალსახად გვჭირდება “, – ამბობს ექიმი.
ვაქცინაციის მაჩვენებლების შემცირება ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებამ და სხვა სახის ანტივაქცინურმა პროპაგანდამ გამოიწვია.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 4 დღის განმავლობაში (18,19,20,21 ოქტომბერი) საერთო ჯამში 63 ადამიანი აიცრა. 18 ოქტომბერს Sinopharm-ის 12 აცრა, Pfizer-ის 10 აცრა გაკეთდა. 19 ოქტომბერს Sinovac-ის 3 აცრა, Pfizer-ის 9 აცრა. 20 ოქტომბერს Sinopharm-ის 14 აცრა, Pfizer-ის 6 აცრა. 21 ოქტომბერს Pfizer-ი – 6, Sinovac-ი – 3.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრუელებელი სირანუშ ტონაკანიანიც თვლის, რომ მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის ტემპის შემცირების მიზეზი მასწავლებლებისთვის ფასიანი ტესტირების არ დანერგვაა.
„ადრე ვაქცინაციის კოეფიციენტი დღეში 50 აცრას აღემატებოდა, ახლა 10-დან 20-მდე მერყეობს“, – აცხადებს სირანუშ ტონაკანიანი. მისივე თქმით, ჯანმრთელობის დაცვის სამსახური ვაქცინაციას ხელს არ უწყობს, ის მხოლოდ ციფრული მოხსენებითა და კოვიდ-ტესტებითაა დაკავებული.