მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული 5340 პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 2886-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა
მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული 5340 მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 2886-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.
„ინტერპრესნიუსის“ მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე წელს, სულ 7327 პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო დარეგისტრირებული, თუმცა მონაწილეობა მიიღო სწორედ 5340-მა.
რაც შეეხება პროფესიული უნარების გამოცდას, 2021 წელს სულ 5912 პრაქტიკოსი მასწავლებელი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 4137, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2365-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ვერ გადალახა.