ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში გაზკომაპნია SJGC მარტის თვის კომუნალურ გადასახადებს ჩვეულებრივისამებრ, მრიცველის მაჩვენებლის მიხედვით დარიცხავს.
ამის შესახებ Jnews-თან სატელეფონო საუბრისას SJGC გაზკომპანიის შემსრულებელმა დირექტორმა, რაზმიკ გუმაშიანმა შეგვატყობინა.
«ჩვენ ამ თვის გადასახადს გასული წლის მონაცემების მიხედვით არ დავითვლით. დავიანგარიშებთ ისე, როგორც ყოველ თვე, რადგან გასული წლის მონაცემებით შეუძლებელია, ჩვენ 400-500 ახალი აბონენტი გვყავს. მიახლოებითი გამოთვლის ნაცვლად ჩვენ კონკრეტულ თანხებს დავწერთ. ჩვენი თანამშრომლები თვის ბოლოს მრიცხველების მონაცემებს შეაგროვებენ, მოსახლეობასთან კონტაქტი მათ არ უწევთ»,- თქვა რაზმიკ გუმაშიანმა.
შეკითხვაზე, თუ შესაძლებელია დავალიანების გადავადება მათთვის, ვინც საგანგებო მდგომარეობის მიზეზით კომუნალურებს ვერ გადაიხდის, რადგან მოსახლეობა არ მუშაობს და ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რაზმიკ გუმაშიანმა შემდეგნაირად გვიპასუხა:
«ჩვენ შეღავათები არ გვაქვს, აბონენტებმა კომუნალური გადასახდები უნდა გადაიხადონ, რადგან ჩვენ ბუნებრივ აირს კომპანია SOCAR-ი (აზერბაიჯანული ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია) გვაწვდის, თუ ჩვენ არ გადავიხდით, ისინი საერთო შეწყვეტენ ბუნებრივი აირის მოწოდებას»,- ამბობს ის.
გადასახადის დროულად გადაუხდელობისათის ფიზიკური პირები 5 ლარით, ხოლო იურიდიული პირები- 10 ლარით ჯარიმდებიან.