საქართველოში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 056 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 149 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 500, „პისიარ“ ტესტით – 12 649.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,26%, ბოლო 14 დღის – 6,12%, ბოლო 7 დღის – 7,36%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 634 053 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 600 524 გამოჯანმრთელდა, 9 246 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 871 116 აცრა, დღიურად აცრილია 6 964.
კარანტინის რეჟიმშია 68, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 328 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 672 პირი.
ამასთან, 9 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 814 პაციენტი, გარდაიცვალა 29 პაციენტი.