საქართველოში კორონავირუსის 2 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 516 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 918 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 262, „პისიარ“ ტესტით – 14 656.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,9%, ბოლო 14 დღის – 5,53%, ბოლო შვიდი დღის – 5,31%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 623 830 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 594 669 გამოჯანმრთელდა, 9 134 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 836 443 აცრა, დღიურად აცრილია 9 075.

კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 077 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 623 პირი.

ამასთან, 5 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 485 პაციენტი, გარდაიცვალა 42.