02.10.2021
ნახვები: 581 |
ავტორი:
Rima Garibyan
ახალქალაქში საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. დილიდან ამომრჩეველთა აქტივობა არ იყო მაღალი. დამკვირვებელი ჯერ არ არის ბევრი. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე არ არიან აგიტატორები, ზოგან კი ძალიან ბევრია. Jnews- თვალს ადევნებს საარჩევნო პროცესს.
№3 უბანზე, რომელიც გახსნილია დემირჩიანის სახ. სკოლაში, რეგისტრირებულია 1239 ამომრჩეველი, საარჩევნო უბანმა მიიღო 1000 ბიულეტენი. 24 ამომრჩეველი ირჩევს გადასატანი საარჩევნო ყუთის გამოყენებით, 11 ადამიანი ხმას აძლევს სპეციალური სიების მიხედვით.
საარჩევნო უბანზე პირველმა ამომრჩეველმა ხმა მისცა 8:05 საათზე. დილით საარჩევნო უბანზე იყვნენ საზოგადოებრივი მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” და ISFED (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) დამკვირვებლები. ადგილზე დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებს თერმული სკრინინგი არ ჩაუტარებიათ. ტემპერატურის გაზომვა დაიწყო 8:25 საათზე, მას შემდეგ, რაც ამის საჭიროების შესახებ შევახსენეთ. არც მოძრაობის მაკონტროლებელმა და არც რეგისტრატორებმა არ გადაამოწმეს ამომრჩეველთა ვინაობა და არც მოითხოვეს ნიღბის ჩამოწევა.
კედლის პროტოკოლი არ იყო შევსებული, ის შეავსეს მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვითხოვეთ.
ადგილზე იმყოფებოდა «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» დამკვირვებელი. იმავე პარტიიდან მეორე დამკვირვებელმა, რომელიც დარეგისტრირდა, დატოვა საარჩევნო უბანი, რადგან კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ერთი და იმავე პარტიის ან ორგანიზაციის ორ დამკვირვებელს არ აქვთ უფლება იმყოფებოდნენ ერთ საარჩევნო უბანზე.
კალმები ჯერ ურნაზე პასუხისმგებელი პირის მაგიდაზე დადეს, მაგრამ 8:32 საათის შემდეგ, რეგისტრატორის მაგიდებზე მოათავსეს.
ამომრჩევლებს არ გაუკეთებიათ ხელების დეზინფექცია; ზოგიერთმა კალამი და ხელსახოცები საარჩევნო კაბინაში დატოვა. კაბინები არ იყო გახსნილი კედლის მხრიდან, როგორც ეს გადაწყდა პანდემიის დროს.
ბევრმა ამომრჩეველმა ვერ იპოვა თავისი ნომერი კედლის სიებში, ვინაიდან არ იყვნენ აგიტატორები, რომლებიც ეხმარებოდნენ საარჩევნო ნომრის პოვნაში ყველა არჩევნებში.
უბანზე შემოვიდა ამომრჩეველი ნიღბის გარეშე; კომისიის წევრებმა მას ნიღაბი მისცეს.
ნახევარი საათის განმავლობაში, 8:30 საათამდე, მხოლოდ 5 -მა ადამიანმა მისცა ხმა, მაგრამ 9:00 საათისთვის ამომრჩეველი მოვიდა საარჩევნო უბანზე. თუმცა, აგიტატორები ჯერ არ იყვნენ.
№67 უბანზე – თუმანიანის სახ. სკოლა, – დარეგისტრირდა 963 ამომრჩეველი, მიღებული იქნა 750 ბიულეტენი, 11 ადამიანი ხმას აძლევს სპეციალური სიით, 27 ადამიანი ხმას აძლევს გადასატანი საარჩევნო ყუთით.
საარჩევნო უბანზე Jnews– მა დაითვალა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს “ 13 აგიტატორი, ისინი მოდიოდნენ ხმის მისაცემად და უბნის ტერიტორიაზე რჩებოდნენ, ამომრჩეველს ეხმარებოდნენ თავიანთი ნომერი ეპოვათ.
საარჩევნო კაბინები არ იყო გახსნილი კედლის მხრიდან, როგორც მიღებულია პანდემიის დროს. მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვნიშნეთ, კომისიის წევრებმა მოხსნეს ფარდები და დატოვეს მხოლოდ კაბინის წინა ნაწილი.
პარტია «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» დამკვირვებელმა არ იცოდა რომელი პარტიის მხრიდან იყო. როდესაც მან ვერ შეძლო ჩვენს კითხვაზე პასუხის გაცემა, გვთხოვა ბეიჯზე წაგვეკითხა, რათა გაეგო, თუ მოულოდნელად მათ კვლავ კითხავენ.