ფერმერი, არშალუის გალსტიანი პანდემიის გამო ბიზნესის განვითარების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ გამოსავალი იპოვა და აღმოჩნდა უფრო ხელსაყრელ სიტუაციაშია. განვითარების პოტენციალს ხედავს და გამოწვევებს ახალ შესაძლებლობებად აქცევს.
არშალუის გალსტიანი სოფელ აგანაში ცხოვრობს. 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ზრდიდა და ყიდდა ცისფერ ფენგრიკს, რომელსაც ხალხურად “უცხო სუნელს” უწოდებენ. არშალუისი ბიზნესი უფრო დიდ ბიზნესად ქცევას ცდილობს. პროცესი გარკვეულწილად პანდემიამ დააჩქარა.
არშალუისმა საქონელი მოამზადა, რომელიც პარტნიორებმა ექსპორტზე გაიტანეს. ანუ, ბაზარზე შესვლამდე პროდუქტი გადამზადდა. პანდემიამდე ასე იყო. კორონავირუსის გავრცელების დროს, სანელებლებზე მოთხოვნამ, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში იკლო. არშალუისის შემოსავალიც შემცირდა. ფერმერი მიხვდა, რომ საჭირო იყო ხარჯების ისე შემცირება, რომ საქონელი ბაზარზე მოხვედრილიყო, ანუ მოხსნას ერთი რგოლი – გადამყიდველი და თავად გაიტანოს პროდუქტი. არშალუისს იდეა ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე ჰქონდა, რადგან ის ყოველთვის წუხდა, რომ შუამავალი იმაზე მეტს იღებდა, ვიდრე ის, ვინც ცისფერი ფენგრიკი ბევრი იშრომა.
არშალუის გალისტიანი გვიჩვენებს დოკუმენტებს, რომლებიც ექსპორტისთვის მოამზადა
არშალუის გალსტიანს, ექსპორტის პროცესში გარკვევისას პრობლემა შეექმნა.
“ექსპორტისთვის ცოდნაა საჭირო. ხოლო ჩვენი მოსახლეობა არ ფლობს ამ ცოდნას. ხელმძღვანელებმაც (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები) არაფერი არ იციან. დოკუმენტების მოპოვება ადგილზე მინდოდა. ახალციხეში მითხრეს, რომ არ შემიძლია, რადგან უფლება არ მაქვს. დოკუმენტები მხოლოდ იურიდიულ პირებზე ან რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე გაიცემა. მე ხელმძღვანელების იმედი მქონდა, მეგონა ინფორმირებულნი იყვნენ. მეუბნებოდნენ, მე მჯეროდა, ვფიქრობდი, რომ სამინისტროში კავშირები ჰქონდათ. სამი თვის განმავლობაში საქონლის გაგზავნა არ შემეძლო. ითხოვდნენ, მაგრამ ვერ ვგზავნიდი. მივხვდი, რომ არაფერი იცოდნენ და ფოთში წავედი. 5 წუთში მოვამზადე ყველაფერი – სერტიფიკატი, ნებართვა. ვფიქრობ, რომ ჩვენს რეგიონში ზოგადი წიგნიერებაც არ არსებობს”.
“მყიდველებს მეც ვხვდებოდი, შუამავლებს მხოლოდ პროდუქტი გაჰქონდათ საზღვარგარეთ.” – ახლა არშალუსმა დანამდვილებით იცის – პირდაპირ ხაზზე მუშაობა უფრო მომგებიანია როგორც მისთვის, ასევე პროდუქტის მიმღებისთვის, რადგან შუამავლები მოგების მეოთხედს იღებენ.
”ფასის დაკლება შემიძლია. თუ მომხმარებელი ხელსაყრელ სიტუაციაში იქნება, შეუძლიათ იაფად შეიძინონ და გაყიდონ”.
არშალუისის მეუღლე ანა, სოფლის სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ის ერევნიდანაა. ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც არშალუისი ერევნის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლობდა. სიყვარულმა ანა სოფელ აგანაში მოიყვანა, სადაც მათ ორი ვაჟი და ქალიშვილი გაზარდეს. არშალუისი ხუმრობს:
“90-იანი წლები იყო, ქალაქებში ყველა მშიერი იყო, გოგონები დაფიქრდნენ და დაქორწინება სოფლებში გადაწყვიტეს”.
ანა გალსტიან
არშალუისი მკაცრად თვლის და მოითხოვს, რომ ოჯახში ყველამ იმუშაოს. ცოლთან და შვილებთან ერთად “უცხო ოხნელი” ხუთ ჰექტარ მიწაზე დათესა. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა, რადგან ყველაფერი ხელით კეთდება.
”რა თქმა უნდა, რთულია ყოველთვის მზის ქვეშ მუშაობა, მაგრამ ეს ჩვენი საქმეა. ყველანი ერთად ვმუშაობთ, ზოგჯერ ვწუწუნებთ. როდესაც შემოსავალი შემოდის, ყველაფერს ვინაწილებთ, რადგან მარტივი სამუშაო არ არის. ყველა მარტივ სამუშაოს ეძებს, მაგრამ ნებისმიერი სამუშაო თავის მხრივ რთულია”, – ამბობს ანნა გალსტიანი.
უცხო სუნელის გაშენებისას ჰერბიციდებს აი იყენებს, რადგან არშალუისი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის სერთიფიკატის მიღებას აპირებს. ფერმერი მიიჩნევს, რომ ბიზნესში მთავარია ხალხი არ მოტყუვდეს.
სანამ ბაზარზე გაიგზავნება, საქონელს პირადად ამოწმებს და ალაგებს. იმ პროდუქტის მიმართ, რომელსაც სხვებისგან საექსპორტოდ ყიდულობს, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.
”ჩემი პროდუქტის ხარისხზე ჯერ არ უჩივიათ, ამიტომ სურთ ჩემთან მუშაობა. ვინც ცუდი საქონელი მომცა, მე მათგან აღარ ვყიდულობ”, – განმარტავს არშალუის გალსტიანი.
არშალუის გალსტიანი ცისფერ ფენგრიკს გვიჩვნებს
მინდვრებში, სადაც ლურჯი ფენგრიკი იზრდება, პარაზიტი-მავნებლები გაჩნდა, რომლებმაც მოსავალი სამჯერ შეამცირეს. სოფლებში ნელ-ნელ “უცხო სუნელის” მოყვანას წყვეტენ, რადგან არ იციან პარაზიტებს როგორ ებრძოლონ.
არშალუისმა დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ფერმერი ირწმუნება, რომ მავნებლების გამრავლების თავიდან ასაცილებლად ჭიების შესასწავლი ლაბორატორიაა საჭიროა, რაც მთავრობის დახმარებას მოითხოვს.
ვინაიდან მავნებლების პრობლემის გადაწყვეტა თავად არშალუისზე არ არის დამოკიდებული, ალტერნატივაზე დაიწყო მუშაობა, დარგო იმერული ზაფრანა, სუნელი, რომელიც კულინარიაში ფართოდ გამოიყენება.
იმერული ზაფრანის ველი
წელს მან პირველი საცდელი მოსავალი აიღო. ინდური ზაფრანა იმერულ ზაფრანზე ბევრად ძვირია, მაგრამ ჯავახეთში არ იზრდება.
არშალუის გალსტიანმა ინდურ ზაფრანას გვაჩვენებს
წელს ახალქალაქში “უცხო სუნელის” მოსავალი ძალიან დაბალი იყო. მუნიციპალიტეტს 70 ტონა სუნელი უნდა შეეგროვებინა, მაგრამ მხოლოდ 5 ტონა მიიღო. ზოგან ცისფერი ფენგრიკი სეტყვამ დააზიანა, ზოგან კი მავნებელმა. კილოგრამი 20 ლარი ღირს.
ზაფრანას კარგი მოსავალი ჰქონდა. არშალუისს კლიენტები უკვე ჰყავს, ის ზაფრანას 1 კილოგრამს 50 ლარად ჰყიდის. მაგრამ წელს ფერმერმა ზაფრანა მხოლოდ ას კვადრატულ მეტრ მიწაზე დათესა და მხოლოდ 4-5 კილოგრამი მიიღო.
ხანდახან ზოგიერთი შეზღუდვა აჩვენებს, რომ რუტინული საქმე სხვაგვარად შეიძლება გაკეთდეს და უკეტეში შედეგი გამოიღოს. თუმცა, ცოტას შეუძლია სარგებელი ნახოს, მოიფიქროს რაიმე ახალი ან განსხვავებული. არშალუის გალსტიანი ერთ-ერთია, ვისაც ამის დანახვა შეუძლია, თუმცა სირთულეები, რომლებიც ახლის გამოცდისას გაჩნდა, აჩვენებს, რომ პასუხისმგებელი ორგანოები, ხელისუფლება ამას ვერ ხედავს.