ნინოწმინდაში მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის – ანივარდ მოსოიანი, სურენ მოსოიანი და ავაგ ბდოიანი. თუმცა, ნინოწმინდის ქუჩებში მხოლოდ ორი კანდიდატის პლაკატია გაკრული.

ნინოწმინდის ცენტრალურ ქუჩაზე, თითქმის ყოველ ნაბიჯზე, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის, სურენ მოსოიანისა და „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ანივარდ მოსოიანის საარჩევნო პლაკატებს წააწყდებით.

pastar3

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ნინოწმინდასა და ახალქალაქში ოპოზიციურ კანდიდატებს საარჩევნო პლაკატები არ აქვთ. JNEWS-თან სატელეფონო საუბარში დაადასტურეს, რომ უახლოეს დღეებში მათი წინასაარჩევნო პლაკატები სხვადასხვა შენობების კედლებზე, ქუჩებში გამოჩნდება. არჩევნებამდე 18 დღეა დარჩენილი, მაგრამ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მერობის კანდიდატიდან მხოლოდ 3 კანდიდატს აქვს საარჩევნო პლაკატი, რომელთაგან 2 მმართველი პარტიის წარმომადგენელია: ანივარდ მოსოიანი ნინოწმინდაში, მელქონ მაკარიანი ახალქალაქში. მერობის კანდიდატი, სურენ მოსოიანი ნინოწმინდაში საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.