საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1140 ლარი ეღირება, ევრო – 3.6842 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3182 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1157 ლარი ღირდა, ევრო – 3.6865 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3034 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 სექტემბერს ამოქმედდება.