ზოგიერთი მედიის ცნობით, ზეწოლის გამო, ლელოს პარტიიდან პროპორციულ სიებში 4 კანდიდატმა უარი თქვა 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. თუმცა, ახალქალაქის პარტიის შტაბში ამტკიცებენ, რომ ერთმა კანდიდატმა თქვა უარია და არა ოთხი.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, ჰამაიაკ ზაქარიანმა, ჰაიკანუშ ჩოლახიანმა, ვარდანუშ ზაქარიანმა და არმენაკ ჩოლახიანმა უარი თქვეს ახალქალაქში არჩევნებში მონაწილეობაზე. ახალქალაქში ლელო პარტიის წარმომადგენლის თქმით, ეს ინფორმაცია ყალბია, რადგან ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა. მან არ იცის გამომწვევი მიზეზები უარისა.
”საუბარი იყო ჩემს ბიძაშვილსა და მის მეუღლეზე (ჰამაიაკ ზაქარიანი, ვარდანუშ ზაქარიანი), მათ თქვეს, რომ ეს არ შეიძლება იყოს. ჩოლახიანებმა იგივე მითხრეს. მათ გაუკვირდათ, რომ მათი სახელები იყო მათ შორის, ვინც უარი თქვა. ეს ყველაფერი ტყუილია. მხოლოდ ერთმა ადამიანმა – არარატ პეპიკიანმა თქვა უარი მონაწილეობაზე. იქნებ დაურეკეს და უთხრეს, ან რამე სხვა. მე არც კი ვიცი მიზეზი თუ რატომ. მისი უარი არაფერს წყვეტს, ჩვენ 36-37 ადამიანი გვყავს სიებში. და ჩვენ უკვე მივიღეთ ყველა დოკუმენტი, რომ ვართ რეგისტრირებული. მე მაქვს დადგენილება”, – ამბობს ზაქარ ზაქარიანი.
მედიაში დღეს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე კიდევ ორი პარტიის კანდიდატებზე ხორციელდება ზეწოლა. პარტიის მხრიდან ზეწოლის შესახებ შეტყობინება გავრცელდა ბოლო 2 დღის განმავლობაში.