6 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 326 033 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, 5 სექტემბერს აიცრა 16 298 პირი.
ამასთან, ერთი დოზით აცრილია 845 420 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.6 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 480 613, რაც მოზრდილი მოსახლეობის 16.8 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 905 პაციენტი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 61 ინფიცირებული.