3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2 სექტემბერს აიცრა 23 518 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.
რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი. გარდაიცვალა 86 ინფიცირებული.