„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ამ მიზნით მელია და პარტიის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადა. იქამდე დოკუმენტს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა ჰქონდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა. პარტიამ მთავარ მიზეზად სწორედ ის გარემოება დაასახელა, რომ მას არ ჰქონდა მთავარი ოპოზიციური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა.