საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1180 ლარი ეღირება, ევრო – 3.6543 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2629 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1257 ლარი ღირდა, ევრო – 3.6514 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.2560 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 24 აგვისტოს ამოქმედდება.