გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
გამოკითხულთა 23 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 19 პროცენტის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება.
კითხვაზე, საქართველოში ამჟამად არის თუ არა დემოკრატია, 51 პროცენტი აცხადებს, რომ მისი აზრით, არ არის. 35 პროცენტი აცხადებს, რომ არის, 13-მა პროცენტმა კი არ იცის.
NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.