ბაქოს ხაზარის პოლიციის განყოფილებაში ფემინისტ აქტივისტებს სცემეს.
ფემინისტებმა, ბოლო ხანებში აზერბაიჯანში, ქალების გახშირებული მკვლელობების წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია პოლიციის შენობასთან გამართეს, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.
”მარტო ივლისში ქვეყანაში 9 ქალი დაიღუპა. ყველა მათგანი დაჭრა, ან დაახრჩო ქმარმა ან ოჯახის სხვა მამაკაცმა “, – ამბობს დაკავებული აქტივისტი გულნარა მეჰდიევა, რომელიც ასევე დააკავა პოლიციამ და შეურაცხყოფა მიაყენა.
რამდენიმე დღის წინ ფემინისტთა ჯგუფმა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მიიტანა სიმბოლური კუბო მოკლული ქალების სახელებით.
ახალი მიტინგის მიზეზი გახდა 23 წლის სევინჯ მაჰარრამოვას მკვლელობა, რომელმაც პოლიციას მოძალადე ქმრისგან დაცვის თხვონით მიმართა. პოლიციამ ის არ დააკავა, შედეგად, 4 მაისს, სევინჯი საკუთარმა ქმარმა მოკლა.
”სევინჯის მთელი სხეული სისხლჩაქცევებში იყო. ქმარმა მას შვილების თვალწინ სცემა. ვერც კი მივაღწიეთ იმას, რომ მოძალადე ქმრისთვის შვილები წაერთმიათ. განქორწინების შემდეგ, დედას არ აძლევდნენ შვილების ნახვის უფლებას. დიდი ხნის განმავლობაში მან მანიპულირება მოახდინა ბავშვებზე, რათა ყოფილი ცოლი დაებრუნებინა “, – თქვა მეჰდიევამ.
პოლიციის ხელით დაზარალდნენ ფემინისტები: ნარმინ შაჰმარზადე, სევგი ისმაილბეილი და სხვები. აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ეს ძალადობრივი ქმედებები არ ხდება პოლიციის „ინიციატივით“, ისინი მომხდარს მიიჩნევენ „პოლიტიკურ აქტად, ისევე, როგორც ფემიციდს აზერბაიჯანში“.
ანი მინასიანი