ახალციხის მცხოვრებს, რომელსაც ერთდროულად ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისში გადაიყვანეს.

პაციენტი 40 წლამდე ასაკის ქალია. თავდაპირველად “იმედის” ახალციხის კლინიკაში გადაიყვანეს. მდგომარეობა სტაბილური იყო, მაგრამ ექიმებმა დედაქალაქში გადაყვანა გადაწყვიტეს. ახლა მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს.

”ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება უტარდება, რადგან მას ორი სერიოზული ინფექცია აქვს. ორშაბათს, ჩატარებული კვლევის პასუხები გვეცოდინება. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ”, – აცხადებენ თბილისის საავადმყოფოში.

ყირიმის ჰემორაგიული ცხელება განსაკუთრებით საშიში ბუნებრივი- კეროვანი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ძლიერი ინტოქსიკაცია, სისხლნაჟღენთები კანსა და შინაგან ორგანოებზე. ის პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა.

დაავადება, რომლის მთავარი მატარებელია ტკიპაა (Hyalomma), გვხვდება, როგორც შინაურ ცხოველებში, ასევე ადამიანებში. თუკი ცხოველებში მიმდინარეობს კლინიკური ნიშნების გარეშე, მაშინ ადამიანებში უადგილო მკურნალობამ შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიწვიოს.

დაავადების თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან:

გაზაფხულიდან შემოდგომის დასაწყისამდე ცხოველები უნდა დამუშავდეს ინსექტიციდებით ინსტრუქციის შესაბამისად;

მინდორში მუშაობისას ატარეთ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;

ცხოველის ნაკბენის შემთხვევაში ამოიღეთ ტკიპები პინცეტით და ხელთათმანით;

დაავადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

არ უნდა დავიწყოთ პანიკა, მაგრამ ვიყოთ ფხიზლად

ტკიპის ხშირი ნაკბენიდან სიკვდილიანობამდე: როგორ დავიცვათ თავი