5-6 ივლისს რამ მიიყვანა საქართველო ძალადობამდე? სად არის ამ პრობლემის საფუძველი და რა შეიძლება გამოიწვიოს ამან? როგორია ეკლესიის როლი ამ პროცესში. ვინ აღმოჩნდა ძალადობრივი ჯგუფების მხარეს და სხვა მრავალი საკითხი Jnews.ge–მ პროფესორთან, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი გაბრონიძესთან განიხილა.
– 5-6 ივლისის ძალადობა თითქოს დასრულდა, მაგრამ ეს არ ყოფილა ერთჯერადი აქტი, მან საზოგადოებაში პრობლემის ბევრად უფრო ღრმა ფესვები აჩვენა. რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეს მომავალში?
ეს ხალხი არ წარმოადგენს ე.წ. ნაციონალისტებს. ეს ხალხი არ წარმოადგენს ე.წ. კონსერვატორებს. ისინი ულტრამემარჯვენე პოპულისტები არიან. აქ შეიძლება წერტილის დასმა, რადგან საქმე გვაქვს ულტრამემარჯვენე პოპულიზმთან და პოლიტიკურ ექსტრემიზმთან. პრობლემა სულაც არ არის ე.წ სექსუალურ უმცირესობებში. სინამდვილეში, პრობლემა ბევრად უფრო ღრმაა.
სექსუალური უმცირესობები საქართველოში საზოგადოების ის ფენაა, რომლის წინააღმდეგაც ძალიან ადვილია მასების მობილიზება. და ისინი, შეიძლება ითქვას, ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ნაწილია. თუ მათზე იძალადებენ და ეს დაუსჯელი დარჩება, ეს უკვე ქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რომელიც ხელს შეუწყობს იგივე მოძრაობებს სხვა წარმომადგენლების მიმართ. სადამდე გაგრძელდება? დღეს სექსუალური უმცირესობები არ მომწონს, ხვალ ჟურნალისტები, რომლებიც განსხვავებულად საუბრობენ. მოწმე გავხდით, რომ არანაირი პრაიდი არ ყოფილა, ჯგუფების სამიზნე გახდნენ ჟურნალისტები, რომლებიც, მათი თქმით, ავრცელებენ ტყუილებს. დაუსჯელობის შემთხვევაში მომრავლდება ხალხი, რომელსაც შეიძლება არ მოსწონდეს ქართველი მუსლიმები, ქართველი სომხები, ქართველი აზერბაიჯანელები, საქართველოს ებრაელები ან ვინმე სხვა. თუ ქვეყანაში სიძულვილის ასეთი ატმოსფერო იქნება გაბატონებული დაიწყება სხვადასხვა ჯგუფების გაუცხოება. ეს არის ძალადობის, რადიკალიზმისა და პოლიტიკური ექსტრემიზმის წახალისება, რაც ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოს დასუსტებას. ძალიან კარგია, რომ თბილისმა მოგვიანებით აჩვენა, რომ ეს ხალხი არ არის ქართული საზოგადოების უმრავლესობა, არამედ ისინი უმცირესობას წარმოადგენენ. მოსახლეობის 95%-ს არ სურს ძალადობა, შეიძლება მათ არ მოსწონთ სხვადასხვა სექსუალური უმცირესობები და არ სურთ პრაიდის ნახვა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, მაგრამ არა 95%-ი, არამედ 1% -ზე ნაკლებია იმათი რაოდენობა, რომლებიც ხელს უწყობენ და ამგვარი მეთოდების გამოყენება მისაღებია მათთის. ამას არჩევნების შედეგების მიხედვით ვხედავთ.
– ყოველივეს არჩევნები როგორ გვანახებს?
ასეთი ულტრამემარჯვენე პარტია ორია: პატრიოტთა ალიანსი და ქართული მარში. თუ ადრე პატრიოტთა ალიანსმა მიიღო ხმების დაახლოებით 5%, დღეს მათ ეს ხმები გაანაწილეს ერთმანეთში. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ამ პარტიებს არ ჰყავთ დიდი ელექტორატი. ამიტომ, რაც უფრო მეტია ასეთი პარტია, მით უფრო მეტ ხმას მიიღებენ ისინი, რადგან საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილია, ვინც ასეთ პირებს აძლევს ხმას. ლევან ვასაძის გამოჩენა და ა.შ. თუ დანარჩენი პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში, დასასრული მხების გაყოდა იქნება, რადგან ქართველი ხალხის უმეტესობა არ იზიარებს მათ აზრს და თვლის, რომ ძალადობით პრობლემების მოგვარება არ შეიძლება.
– რატომ გაჩნდა ასეთი აგრესია და რატომ იყო ის მიმართული ჟურნალისტების წინააღმდეგ?
უპირველეს ყოვლისა, ადგილი ჰქონდა აგრესიას, რადგან თავად ლიდერები აწვდიდნენ ექსტრემისტულ იდეებს. იმის გამო, რომ რადიკალიზაციის ყველა პროცესს, იმისდა მიუხედავად, რა საფუძველი უნდა ჰქონდეს მას, აქვს შემდეგი ფაქტორები:
– მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლების მხრიდან განხორციელებული აგრესია ნინოწმინდის წმინდა ნინოს პანსიონატთან იყო დაკავშირებული მოვლენების პასუხი შეიძლება გახდეს?
არ ვთვლი, რომ ეს პირდაპირ ამ ფაქტორს უკავშირდება, მაგრამ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სახელის დისკრედიტირებული საზოგადოებაში ძალიან დიდი იყო. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებს ნაკლებად სჯეროდათ ღმერთის ან მოცილდნენ ეკლესიას. მაგრამ მორწმუნეებმაც კი დაიწყეს კრიტიკული კითხვების დასმა. ჩვენი ეკლესია ბიზანტიურ ტრადიციებს მისდევს. საპატრიარქოს ძალა და გავლენა სჭირდებოდა. ამ მხრივ საკუთარი ძალების დემონსტრირება შეძლეს, ანუ გამოიყენეს ეს მიტინგი, პრაიდი, რათა ყველას აჩვენონ, რომ ისინი ისევ ქართული პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები არიან. მეორეს მხრივ, მე ვიტყოდი, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ერთ დროს გაფორმებულ კონკორდატთან, რომლითაც პრაქტიკულად მართლმადიდებლური ეკლესია პოლიტიკაში შევიყვანეთ. რაც უფრო მეტად ჩაერევა ეკლესია პოლიტიკაში, მით უფრო ნაკლები იქნება რელიგია და რწმენა. პრობლემებიც მეტად სერიოზული გახდება.
– ბოლო წლების განმავლობაში მეორედ ხდება, როდესაც სასულიერო პირები აგრესიულები არიან სექსუალური უმცირესობების მიმართ. “სკამებთან” დაკავშირებით სიტუაცია განმეორდა და გარდაიქმნა. ამი მიზეზი გახდა თუ არა ის ფაქტორი, რომ ისინი საქართველოს კანონმდებლობით არ ისჯებოდნენ?
სახელმწიფომ არა მხოლოდ არ მიიღო ზომები, არამედ მცდარი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია. მოწოდებით, რომ არ ჩაეტარებინათ პრაიდი, მან მწვანე შუქი აუნთო ექსტრემისტებს, რომლებმაც ქალაქის ცენტრში პოგრომი ჩაატარეს. და რა უნდა ექნა სახელმწიფოს? სახელმწიფომ უნდა გაიგოს, რომ უპირველეს ყოვლისა არსებობს კონსტიტუცია, კანონმდებლობა, არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებიც იერარქიაში მისდევს კონსტიტუციას. ამ ნორმების თანახმად, თვითგამოხატვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა წარმოადგენს ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ეს საქართველოს კონსტიტუციაშიც წერია. ეს არის ადამიანის უფლებები. რადგან თვით ინდივიდი ყველაზე დიდი უმცირესობაა, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ყველა. ვალდებულია ყველა ჯგუფს მისცეს გამოხატვის უფლება. პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა დარჩენილლიყო, მაგრამ ქვეყანამ სისუსტე გამოავლინა.