საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკური შეხვედრები დაიწყო, მან საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად ის ბათუმის მე-17 საერატაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” მიიღებს მონაწილეობას.

პირველი აუდიენცია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაიმართა. ახლა შარლ მიშელისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან განაცხადეს, განხილვის ერთ – ერთი მთავარი თემა სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტი იქნება და ის, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნით აღნიშნული შეთანხმება ირღვევა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ელიან, რომ შარლ მიშელს ძალიან მკაცრი გზავნილები ექნება ხელისუფლების მიმართ.