“ვაქცინაციის რაოდენობამ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მოიმატა, რამაც დაავადების და სიკვდილიანობის სტაბილური შემცირება გამოიწვია. სამწუხაროდ, ეს შეიცვალა და ახლა მესამე ტალღის საწყის ეტაპზე ვართ”,- განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კომიტეტმა სხდომის მონაწილეებთან მისასალმებელი სიტყვისას.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, Covid-19-ით დაინფიცირების შემთხვევები მთელ მსოფლიოში ერთი თვის განმავლობაში იზრდებოდა. 10 კვირის განმავლობაში შემცირებული შემთხვევების შემდეგ, სიკვდილიანობა კვლავ იზრდება და ვირუსი მუტაციას განაგრძობს.
“ამჟამად Delta-ს ვარიანტი 111-ზე მეტ ქვეყანაშია განაწილებული. ველით, რომ ის დომინანტური შტამი გახდება მსოფლიოში, თუ უკვე ასე არ არის”, – განმარტა გებრეიზუსმა.
მისივე თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უთანასწოროდ ანაწილებს ვაქცინებს. ბევრ ქვეყანას არცერთი ვაქცინა არ მიუღია. უმეტესობას საკმარისი დოზები არ გააჩნია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით 100 მილიონზე მეტი დოზა გადაეცა გლობალურ მექანიზმს Covax-ის ფარგლებში, თუმცა მიწოდების მასშტაბი ძალიან მცირეა.