8 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთმა ქართულ მხარეს ყველა სახის საბაჟო პროცედურის კარწახის ნაცვლად ახალქალაქში გადატანა სთხოვა. ქართული მხარემ უპასუხა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ ინფორმაციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია ჯავახეთის მოსახლეობას შორის. თუმცა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურმა უარყო და აღნიშნა, რომ ამ საკითხს არ განიხილავენ და საბაჟო პუნქტი ახალქალაქში არ გადმოვა.

ინფორმაციის დასაზუსტებლად, შესაძლებელია თუ არა საბაჟო პროცედურების განხორციელება ახალქალაქის სასაზღვრო პუნქტზე, JNEWS-ი შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს თამარ ანდრიაძეს დაუკავშირდა და სატელეფონო ზარით გაესაუბრა. მისი განცხადებით გავრცელებული ინფორმაცია ტექნიკური შეცდომაა.

”ტექნიკური შეცდომას ჰქონდა ადგილი. დეტალების ახსნა არ შემიძლია, მაგრამ შეცდომა ან თარჯიმანმა დაუშვა ან ჟურნალისტმა გაიგო არასწორად. ამ ზომის საგუშაგოს გადაცემა არ მოხდება.  შეცდომა ინფორმაციის გამავრცელებელი სააგენტოს უნდა გამოესწორებინა. თურქეთის მხრიდან ასეთი წინადადება არ მიგვიღია. ეს ტექნიკური შეცდომა იყო, რომელიც გამოსწორებას საჭიროებდა. მსგავსი საუბარი თურქეთსა და საქართველოს შორის არ შემდგარა ”, – განმარტა თამარ ანდრიაძემ.

 თურქეთს საბაჟოს კარწახიდან ახალქალაქში გადმოტანა სურს