ახალქალაქის სავიზიტო ბარათად ქცეული ხიდი-ვაგონი, რომელიც ახალქალაქის შესასვლელთან მდინარე ფარავანზე მდებარეობს წყლის ქვეშ არ დარჩება, ვაგონის ახლოს მდინარის მიმართულების შეცვლის შედეგად, კომპანია შპს «აისი», რომელიც მდინარე ფარავანზე ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ახორციელებს,  ვაგონის გარემონტების ვალდებულებას იღებს.

Jnews–მა 3 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში «ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის და კლდეების გავლით ახალი გზის მშენებლობის” შესახებ დაწერა, რომ შეიძლება ახალქალაქის სიმბოლოდ ქცეული ხიდი-ვაგონი წყალქვეშ მოექცეს, რაც, ასევე არის ახალქალაქის სავიზიტო ბარათი ტურისტებისთვის. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შედეგად, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე დაახლოებით 1350 მ გზა არსებული გზის გვერდის ავლით, კლდეების გავლით აშენდება, იქნება 15 მეტრით მაღალი ვიდრე არსებულია. ვაგონი სწორედ ამ მონაკვეთთან მდებარეობს.

ვაგონის ხიდი მდინარე მტკვრის შენაკადზე, ახალციხე-ახალქალაქის მაგისტრალის მხრიდან, 80-იანი წლების ბოლოს აშენდა. ხიდს რესტორნად იყენებდნენ, მაგრამ შემდეგ მიატოვეს. დიდი ხანია აღარ გამოიყენება, შიგნით ორმოები წარმოიქმნა.

ამასობაში, ეს ადგილი ყველა გამვლელი ტურისტის ყურადღებას იპყრობს თავისი არაჩვეულებრივობით.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, 4 ივნისს, შპს „აისიდან“ გვაცნობეს, რომ ვაგონი წყლის ქვეშ არ დარჩება, პირიქით, გარემონტდება.

„აისის“ წერილს უცვლელად გთავაზობთ.

«სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, რომ რაიონი, სადაც ხიდი -ვაგონი მდებარეობს, დაიტბორება და შესაბამისად, ხიდი წყლის ქვეშ აღმოჩნდება, არ შეესაბამება სინამდვილეს. რაიონში არავითარი დატბორვა არ იგეგმება. რაც შეეხება ხიდს, რომელიც ახალქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, კომპანია გეგმავს მის გარემონტებას და მოდერნიზებას. ამ ინიციატივით კომპანიის ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა საბჭოს თავმჯდომარეს, ნაირი ირიციანს», – ნათქვამია შეტყობინებაში.